„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016137
2
09/01/2013
ვებგვერდი, 14/01/2013
280120000.35.143.016137
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                      

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 9 იანვარი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/01/2013, 280120000.35.143.016135) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის/კოლეჯის/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სრული კურსის დასრულებასთან დაკავშირებით – თვითოეულ მოზარდს 500 ლარის ოდენობით (გადაირიცხება მოზარდის მეურვის პირად საბანკო ანგარიშზე).“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი დახმარება დამწვარი სახლის სახურავის აღდგენისათვის საჭირო მასალების (ხის მასალა, შიფერი) ღირებულებით, მაგრამ არა უმეტეს 3 000 ლარისა, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლის/ბინის ძირითად კონსტრუქციულ ელემენტებს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა, 500 ლარის ოდენობით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,2. უხუცესებს ფულადი დახმარება მიეცემათ წელიწადში 200 ლარის ოდენობით და გაეწევათ მედიკამენტოზური უზრუნველყოფა 100 ლარის ფარგლებში.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,ბ) იძულებით გადაადგილებულ – დევნილ ოჯახებს.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში – ხანძრის  ხარისხის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში – დამწვარი სახლის სახურავის აღდგენის სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებაზე დაყრდნობით – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე;“.

2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე