დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „შოდა“-ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „შოდა“ |
| მიღების თარიღი | 08/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „შოდას” აქციონერების რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება ,,შოდას ” სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 31 იანვარს , ნინოშვილის ქ. № 69-ში , 18 სთ-ზე.
დღის წესრიგი:
1. სს ,,შოდას ” სახაზინო აქციების გაუქმება ;
2. 2013-2015 წლებში 484 ცალი ახალი აქციის გამოშვება ;
3. საზოგადოების წესდებაში ცვლილების შეტანა .
სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაცია: გაუქმდეს 8 სახაზინო აქცია; მოხდეს 242 ცალი აქციის განთავსება, ხოლო დანარჩენი 242 აქციის (ნებადართული) განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღოს სამეთვალყურეო საბჭომ; წესდებაში შევიდეს ცვლილება აქციათა განთავსების პროცედურასთან დაკავშირებით.
დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სს „შოდას“ დირექტორატში (მის.: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა №69), ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციებს უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
კრების მოწვევამდე 10 დღის ვადაში, შესაძლებელია კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლება შეამოწმოთ სს „შოდას“ რეგისტრატორთან – შპს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი „საქართველოს რეგისტრატორი“, მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
სს „შოდას” დირექტორი სპარტაკ ჩალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები