,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფინანსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფინანსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 25/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.168.016068
2
09/01/2013
ვებგვერდი, 11/01/2013
190040000.35.168.016068
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფინანსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                     

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 9 იანვარი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფინანსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფინანსების მართვის სამსახურის  დებულების  დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის  №39 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი  სახის ცვლილება:
ა) მე-7 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 7. ბიუჯეტის დაგეგმვისა და  ფინანსების მართვის სამსახურის სტრუქტურა

 

  1. ბიუჯეტის დაგეგმვისა და  ფინანსების მართვის სამსახურის სტრუქტურას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

 

2.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან.

სამსახურის სტურქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბიუჯეტო განყოფილება;

ბ) შესყიდვების განყოფილება;

გ) საბუღალტრო და სახაზინო განყოფილება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილება.

3. განყოფილების უფროსი:

განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი  “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა  ამ კანონის  79-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ვ” ქვეპუნქტისა;

 განყოფილების უფროსი

ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების   შესრულებაზე;

გ) წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი   მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს  წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის  ფუნქციათა განაწილების შესახებ;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ  სხვა უფლებამოსილებებს.

ბ) დაემატოს 81  მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81.  შესყიდვების განყოფილება

შესყიდვების განყოფილების  ძირითადი ფუნქციებია:

  1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა და განაწილება, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვა, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა, შესყიდვების პროცესში კონკრეტული გარემოს შექმნა და შესყიდვების გამჭვირვალობა.
  2. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, კოორდინაცია და რეალიზაცია.“;
გ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 9. სახაზინო და საბუღალტრო განყოფილება

სახაზინო და საბუღალტრო განყოფილების  ძირითადი ფუნქციებია:

1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებები, ტექნიკური მითითებები და ინსტრუქციები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.

2. ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კოორდინაცია;

3. საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელება.

4. კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე; მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაწესებულ ვადებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველი თვის (სადეპეშე), კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა.

6. ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ მომსახურე საბანკო დაწესებულებიდან სისტემატიური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება, ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა.

7. სახაზინო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანებები, ტექნიკური მითითებები და ინსტრუქციები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.

8.  ხაზინის საქმიანობა ხორციელდება ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობისა და საჯაროობის სრული უზრუნველყოფის საფუძველზე.

9. ხაზინა პასუხისმგებელია მუნიციპალური ბიუჯეტის გადასახდელების და შემოსულობების სრულ და სწორ აღრიცხვაზე.

10. თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებაზე გაცემული გადასახდელების აღრიცხვა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ხარჯების გაწევის ყველა ეტაპის (ვალდებულებები, დამოწმებები, თანხების გაცემა და გადასახდელები) შესახებ, აგრეთვე საბიუჯეტო დაწესებულებების შემოსავლებისა და სხვა შემოსულობების აღრიცხვას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მჭედლიშვილი