დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს #19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.168.016067 |
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
ა)
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა.ა. საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილებას; ა.ბ. იურიდიულ განყოფილებას; ა.გ. ინფორმაციისა და ანალიზის განყოფილებას; ა.დ. ადგილობრივი არქივის განყოფილებას.
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ადგილობრივი ფინანსების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს: ბ.ა. საბიუჯეტო განყოფილებას; ბ.ბ. შესყიდვების განყოფილებას; ბ.გ. სახაზინო და საბუღალტრო განყოფილებას; ბ.დ. მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების განყოფილებას.
გ) სოციალური სამსახური, რომელიც მოიცავს: გ.ა. კულტურისა და განათლების განყოფილებას; გ.ბ. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას; გ.გ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილებას.
დ) ზედამხედველობის სამსახური;
ე) ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; ე.ა ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება: ე.ბ. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება; ე.გ. ტურიზმის განყოფილება.
ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური; თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები