„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016249
1-1/4
09/01/2013
ვებგვერდი, 15/01/2013
040030000.22.024.016249
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/4

2013 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთებია:

ა) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს - 660 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 990 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 1130 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 1260 ლარი;

იმავე დღეს - 1330 ლარი.

ბ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის  ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის  დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების  მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს - 460 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 660 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 780 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 840 ლარი;

იმავე დღეს - 910 ლარი.

გ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 130 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 290 ლარი;

იმავე დღეს - 310 ლარი.

დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს - 1240 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 1790 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 2080 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 2300 ლარი;

იმავე დღეს - 2500 ლარი.

ე) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს - 790 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 1190 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 1380 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 1530 ლარი;

იმავე დღეს - 1590 ლარი.

ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ცვლილების შეტანის მიზნით – 20 ლარი;

ზ) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 290 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 430 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 490 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 540 ლარი;

იმავე დღეს - 580 ლარი.

თ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე  კვალიფიკაციის  სერტიფიკატის  გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის "გ" ქვეპუნქტით:

მე-7 სამუშაო დღეს - 15 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 25 ლარი;

იმავე დღეს - 30 ლარი.

ი) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე   კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის "ზ" ქვეპუნქტით:

მე-7 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 35 ლარი;

იმავე დღეს - 45 ლარი.

კ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ინერტული აირების სისტემის გამოყენების, ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვის, გემის მართვისა და მანევრირების, სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის, საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის, ხმელეთზე განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორით სარგებლობის:

მე-7 სამუშაო დღეს - 15 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 25 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 30 ლარი;

იმავე დღეს - 45 ლარი.

ლ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: გემბანის რიგითის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), ბოცმანის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), სამანქანო განყოფილების რიგითის (ნებისმიერი სიმძლავრის  გემზე), დონკერმანის, ხარატის, გემის მზარეულის, დამხმარე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს - 130 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 290 ლარი;

იმავე დღეს - 310 ლარი.

მ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის, 750 კვტ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის, 750 კტვ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის:

მე-7 სამუშაო დღეს - 190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 290 ლარი;

იმავე დღეს - 340 ლარი.

ნ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 750 კტვ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 180 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 210 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 240 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 280 ლარი;

იმავე დღეს - 330 ლარი.

ო) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ინერტული აირების სისტემის გამოყენების, ნედლი ნავთობით რეცხვის სისტემის მართვის,  გემის მართვისა და მანევრირების, სატვირთო და საბალასტო ოპერაციების მართვის, საშიში და მავნე ნივთიერებების შეფუთული ან ნაყარი სახით გადაზიდვის, ხმელეთზე განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორით სარგებლობის:

მე-7 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 45 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 60 ლარი;

იმავე დღეს - 80 ლარი.

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: გემბანის რიგითის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), ბოცმანის (ნებისმიერი ტევადობის გემზე), სამანქანო განყოფილების რიგითის (ნებისმიერი სიმძლავრის გემზე), დონკერმანის, ხარატის, გემის მზარეულის, დამხმარე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს - 190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 240 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 290 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე -340 ლარი;

იმავე დღეს - 390 ლარი.

ჟ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის, 750 კვტ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის, 750 კვტ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის:

მე-7 სამუშაო დღეს - 230 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 290 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 340 ლარი;

იმავე დღეს - 410 ლარი.

რ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 750 კვტ–ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 210 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 240 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 290 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 330 ლარი;

იმავე დღეს - 380 ლარი.

ს) მართვის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით  დადგენილ ვადაში - 250 ლარი.

ტ) ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების სერტიფიკატის გაცემა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 160 ლარი.

უ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 240 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 370 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 420 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 480 ლარი;

იმავე დღეს - 490 ლარი.

ფ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს - 360 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 540 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 610 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 690 ლარი;

იმავე დღეს - 730 ლარი.

ქ) ამ მუხლის "ა", "ბ", "დ", "ე", "უ" და "ფ" პუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა:

მე-3 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

იმავე დღეს - 80 ლარი.

ღ) გაცემული კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემა:

მე-3 სამუშაო დღეს - 10 ლარი;

იმავე დღეს - 15 ლარი.

ყ) საქართველოს მოქალაქეზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს -95 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 160 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 190 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 280 ლარი;

იმავე დღეს - 330 ლარი.

შ) ბინადრობის მოწმობის ან სასწავლო ვიზის მქონე საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სხვა ქვეყნის მოქალაქე სტუდენტზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, მეზღვაურის წიგნაკის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს -190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 420 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 480 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 560 ლარი;

იმავე დღეს - 590 ლარი.

ჩ) ლოცმანის სერტიფიკატის გაცემა/ლოცმანის სერტიფიკატის ვადის გაგრძელება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 1660 ლარი;

ც) სალოცმანო სამსახურის სერტიფიცირება/სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატის ვადის გაგრძელება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 8750 ლარი;

ძ) 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის პირველადი/დროებითი რეგისტრაციის მოწმობის პირველადი გაცემის /გემის დროებითი რეგისტრაციის მომსახურება:

მე-10 სამუშაო დღეს - 520 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 610 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 700 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 870 ლარი;

იმავე დღეს - 1050 ლარი.

წ) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დროებით რეგისტრირებული  100 და მეტი რეგისტრული ტონის გემის მუდმივი რეგისტრაცია:

მე-10 სამუშაო დღეს - 440 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 530 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 610 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 790 ლარი;

იმავე დღეს - 970 ლარი.

ჭ) 100 და მეტი რეგისტრულ ტონის  გემებისათვის სარეგისტრაციო მოწმობის ყოველწლიური დამოწმების მომსახურება:

მე-10 სამუშაო დღეს - 350 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 440 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 530 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 790 ლარი;

იმავე დღეს - 970 ლარი.

ხ) 100 რეგისტრული ტონის ქვემოთ მცურავი საშუალებების მუდმივი/დროებითი რეგისტრაციის მოწმობის  გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 50 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 60 ლარი;

იმავე დღეს - 80 ლარი.

ჰ) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემისათვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას:

მე-10 სამუშაო დღეს - 350 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 530 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 700 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 880 ლარი;

იმავე დღეს - 1050 ლარი.

1) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 რეგისტრულ ტონამდე გემისათვის, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას

მე-10 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 50 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 60 ლარი;

იმავე დღეს - 80 ლარი.

2) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:

მე-10 სამუშაო დღეს - 270 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 350 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 440 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 530 ლარი;

იმავე დღეს - 650 ლარი.

3) გემის დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება 100 რეგისტრულ ტონამდე გემებისათვის, რომელიც არ ახორციელებს ნაოსნობას:

მე-10 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 60 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 100 ლარი;

იმავე დღეს - 120 ლარი.

4) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული გემის ექსპლუატაციიდან გამოყვანა:

3 თვემდე - 350 ლარი;

12 თვემდე - 530 ლარი;

5 წლამდე - 700 ლარი;

5 წელზე მეტი ვადით - 880  ლარი.

5) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული გემის ექსპლუატაციიდან გამოყვანა:

3 თვემდე - 30 ლარი;

12 თვემდე - 60 ლარი;

5 წლამდე - 100 ლარი;

5 წელზე მეტი ვადით - 130  ლარი.

6) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში/გემის სარეგისტრაციო მოწმობაში/გემის სახელმწიფო რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობაში ცვლილების შეტანა 100 და მეტი რეგისტრული ტონის მქონე გემისათვის:

მე-10 სამუშაო დღეს - 120 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 150 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 210 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 260 ლარი;

იმავე დღეს - 350 ლარი.

7) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემის სარეგისტრაციო მოწმობაში/საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ცვლილების შეტანა

მე-10 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 50 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 70 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 90 ლარი;

იმავე დღეს - 100 ლარი.

8) გემის მესაკუთრის/სახელის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა საბუთის გაცემა 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებზე:

მე-10 სამუშაო დღეს - 430 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 700 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 820 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 870 ლარი;

იმავე დღეს - 960 ლარი.

9) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან გემის მოხსნის ამონაწერის გაცემა 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემებისათვის:

მე-10 სამუშაო დღეს - 350 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 530 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 600 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 670 ლარი;

იმავე დღეს - 700 ლარი.

10) საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან გემის მოხსნის ამონაწერის გაცემა გემისათვის, რომლის რეგისტრული ტონაც 100-ზე ნაკლებია:

მე-10 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 30 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 50 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 60 ლარი;

იმავე დღეს - 80 ლარი.

11) გემის უშიშროების საერთაშორისო მოწმობის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს - 270 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 350 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 420 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 460 ლარი;

იმავე დღეს - 530 ლარი.

12) გემის უშიშროების გეგმის (SSP) დამტკიცება:

30-ე სამუშაო დღეს - 1200 ლარი;

მე-20  სამუშაო დღეს - 1700 ლარი;

მე-10 სამუშაო დღეს - 2000 ლარი;

13) ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტის–მოწმობის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს - 170 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 280 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 350 ლარი;

იმავე დღეს - 430 ლარი.

14) გემის მოწმობის/სერტიფიკატის გაცემა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პუნქტებით:

მე-10 სამუშაო დღეს - 170 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 260 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 280 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 350 ლარი;

იმავე დღეს - 440 ლარი.

15) გემზე გამონაკლისის (exemption) საბუთის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს - 440 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 870 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 1300 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 1500 ლარი;

იმავე დღეს - 1800 ლარი.

16) იპოთეკის რეგისტაცია 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემისათვის:

მე-10 სამუშაო დღეს - 350 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 520 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 620 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე - 700 ლარი;

იმავე დღეს - 880 ლარი.

17) იპოთეკის რეგისტაცია გემისათვის, რომლის რეგისტრული ტონა 100–ზე ნაკლებია:

მე-10 სამუშაო დღეს - 35 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 85 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 120 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე -150 ლარი;

იმავე დღეს - 200 ლარი.

18) საზღვაო იპოთეკაზე ცნობის გაცემა გემისათვის, რომლის რეგისტრული ტონა 100 ან 100-ზე მეტია:

მე-10 სამუშაო დღეს - 85 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 120 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 140 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე -150 ლარი;

იმავე დღეს - 170 ლარი.

19) 100 ან 100 რეგისტრულ ტონაზე მეტი გემის იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა:

მე-10 სამუშაო დღეს - 170 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 280 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 330 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე -380 ლარი;

იმავე დღეს - 430 ლარი.

20) საზღვაო იპოთეკის რეგისტრაციის თაობაზე ცნობის გაცემა/იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა გემისათვის, რომლის რეგისტრული ტონა 100–ზე ნაკლებია:

მე-10 სამუშაო დღეს - 20 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 50 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 80 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე -100 ლარი;

იმავე დღეს - 140 ლარი.

21) 100 ან 100 რეგისტრულ ტონაზე მეტი გემის სახომალდო რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა - 260 ლარი;

22) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემის სახომალდო რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა  - 70 ლარი;

23)  გემის რეგისტრაციის უწყვეტი ისტორიის მოწმობის გაცემა (Continouse Synopsis Record):

მე-10 სამუშაო დღეს - 350 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს - 520 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს - 590 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე -660 ლარი;

იმავე დღეს - 700 ლარი.

24) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის კონვენციურ და არაკონვენციურ სერტიფიკატებთან/მოწმობებთან შესაბამისობის  ყოველწლიური შეფასება:

 

საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირებულ გემებზე

შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირებულ გემებზე

100-10000 რეგისტრულ ტონამდე გემისათვის - 600 ლარი

100-10000 რეგისტრულ ტონამდე გემისათვის - 350 ლარი

10000-50000 რეგისტრულ ტონამდე გემისათვის - 1000 ლარი

10000-50000 რეგისტრულ ტონამდე გემისათვის - 650 ლარი

50000 და მეტი რეგისტრუი ტონის გემისათვის - 1500 ლარი

50000 და მეტი რეგისტრული ტონის გემისათვის - 1000 ლარი

 

25) გემის განმეორებითი შემოწმება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მიერ– კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 880 ლარი;

26) იმ თევზსარეწი გემის ნავსადგურში შესვლა/გასვლის 30–დღიანი საშვის გაცემა, რომელიც არ ეწევა თევზჭერას და არ ტოვებს საქართველოს სანაპირო წყლებს – კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 160 ლარი;

27) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემების, გარდა თევზსაჭერი გემებისა, ნავსადგურში შესვლა/გასვლის 30 დღიანი საშვის გაცემა –კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 150 ლარი;

28) 180 რეგისტრულ ტონაზე მეტი თევზსაჭერი გემების  ნავსადგურში შესვლა/გასვლის 30 დღიანი საშვის გაცემა –კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 330 ლარი;

29) 180 და 180 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები თევზსაჭერი გემების  ნავსადგურში შესვლა/გასვლის 30 დღიანი საშვის გაცემა –კანონმდებლობით დადგენილ ვადაში - 80 ლარი;

30) GEOREP–სისტემაში სხვა სახელმწიფო დროშით მცურავი გემებისათვის მონაწილეობის საფასური, გარდა ამ მუხლის "ჰ37", "ჰ38" და "ჰ39" ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა - 350 ლარი;

31) საზღვაო–საწვრთნელი დაწესებულების აღიარება:

განაცხადის შეტანის 21-დან 40 დღის განმავლობაში - 7000 ლარი;

განაცხადის შეტანის 15-დან 20 დღის განმავლობაში - 8700 ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს - 2600 ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე–15 დღეს - 4400 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს - 4400 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს - 6100 ლარი.

32) "მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასწავლო კურსის/პროგრამის აღიარება:

განცხადების  შეტანიდან  მე-20 დღეს - 350 ლარი;

განცხადების  შეტანიდან  მე-15  დღეს - 700 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების  შეტანიდან  10  დღის განმავლობაში - 170 ლარი;

აღიარების სერტიფიკატში ცვლილების შეტანა - 260 ლარი.

33) სხვა სახელმწიფო დროშით მცურავი გემის საქართველოს ნავსადგურში შესვლა–გასვლის გაფორმება:

100-1000 GT – 280 ლარი;

1001-5000 GT – 510 ლარი;

5001-15000 GT – 820 ლარი;

15001< GT – 1050 ლარი.

34)  სალოცმანო სამსახურის სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე უწყვეტი მონიტორინგი ყოველი გემისათვის, რომელსაც სალოცმანო სამსახურმა გაუწია მომსახურება:

100-1000 GT  –  60 ლარი;    

1001-5000 GT   –  90 ლარი; 

5001-15000 GT  –  260 ლარი;              

15001< GT  –  780 ლარი.     

35)  განმეორებითი დოკუმენტების/დუბლიკატის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 25 ლარი;               

მე-5 სამუშაო დღეს – 45 ლარი;            

მე-3 სამუშაო დღეს – 60 ლარი;            

24 საათის გასვლისთანავე  –  80 ლარი;

იმავე დღეს – 95 ლარი.         

36) დოკუმენტების დამოწმებული ასლის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს  – 15 ლარი;          

მე-5 სამუშაო დღეს  – 25 ლარი;            

მე-3 სამუშაო დღეს – 35 ლარი;             

24 საათის გასვლისთანავე  – 45 ლარი; 

იმავე დღეს  – 55 ლარი.         

37) GEOREP – სისტემაში 180 და მეტი რეგისტრულ ტონაზე მეტი თევზსარეწი და თევზსაჭერი გემის მონაწილეობის 30 დღიანი საფასური - 240 ლარი.

38) GEOREP – სისტემაში 180 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები თევზსარეწი და თევზსაჭერი გემების მონაწილეობის 30 დღიანი საფასური - 80 ლარი.

39) 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები გემისათვის თვიური საფასური თუ სარგებლობს GEOREP–ის მომსახურებით - 80 ლარი.

40) სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მომსახურება:

განცხადების  წარდგენიდან 30-45 დღის განმავლობაში    – 3000 ლარი;       

განცხადების  წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში – 3500 ლარი.

41) შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგის საფასური წლიურად – 2000 ლარი; საფასურის გადახდა წარმოებს სამედიცინო დაწესებულების შერჩევიდან 60 დღის განმავლობაში და/ან ყოველი კალენდარული წლის პირველი 60 დღის განმავლობაში.

42) სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო გამოცდაზე მეორე და ყოველი შემდეგი გასვლა 30  ლარი.

43) საქართველოს ნავსადგურში შემოსული სხვა სახელმწიფო დროშით მცურავი გემებისათვის გარემოს დაბინძურების საფასური:

 

ჯგუფის N

GT ჯგუფები

ჯგუფის მინიმალური და მაქსიმალური ტარიფი (ლარი)

 

საფასურის გამოსათვლელი ფორმულა (დამრგვალებული ტარიფით)

 

I

1001 roundap -5000

195

875

F=195+(roundapVesselGT-1100)*0.174359

II

5001 roundap -15000

895

1225

F=895+(roundapVesselGT-5100)*0.0333334

III

15001 roundap - 30000

1245

1575

F=1245+(roundapVesselGT-15100)*0.022148

IV

30001 roundap - 45000

1595

2015

F=1595+(roundapVesselGT-30100)*0.0281879

V

45001 roundap - 60000

2030

2275

F=2030+(roundapVesselGT-45100)*0.01644292

VI

60001 roundap - ≥

2450

2450

 

44) საქართველოს ნავსადგურში გარე რეიდზე ღუზაზე დგომის დღიური საფასური (მიუხედევად დღე–ღამის განმავლობაში ღუზაზე დგომის ხანგრძლივობისა):

1000-5000 GT  – 180 ლარი; 

5001-15000 GT  – 350 ლარი;               

15001 და < GT  – 440 ლარი.               

45) სახომალდო რადიოგადამცემ და რადიოსალოკაციო სადგურებზე მინიჭებულ სიხშირეებზე ყოველ გადამცემზე გადასახდელი ყოველწლიური საფასური:

სიმძლავრით 3 ვტ–ს ჩათვლით  – 15 ლარი;

სიმძლავრით 3 ვტ–ს ზემოთ 30 ვტ–ს ჩათვლით  – 20 ლარი;

სიმძლავრით 30 ვტ–ს ზემოთ 300 ვტ–ს ჩათვლით  – 25 ლარი;

სიმძლავრით 300 ვტ–ს ზემოთ 3 კვტ–ს ჩათვლით  – 35 ლარი;

სიმძლავრით 3 კვტ–ს ზემოთ 30 კვტ–ს ჩათვლით  – 60 ლარი;

სიმძლავრით 30 კვტ–ს ზემოთ  – 70 ლარი.

46) სახომალდო სადგურებზე, რომლებზეც მინიჭებულია საზღვაო მოძრავი თანამგზავრული სამსახურის რადიოსიხშირეები ყოველწლიური საფასური ყოველ ერთეულზე - 60 ლარი;

47) სანაპირო გადაცემებზე და მოძრავ საზღვაო რადიოსალოკაციო სადგურებზე, აგრეთვე მობილურ და სატარებელ რადიოსადგურებზე, რომლებზეც მინიჭებულია საზღვაო მოძრავი სამსახურის რადიოსიხშირეები, ყოველ მინიჭებულ სიხშირეზე გადასახდელი საფასური:

სიმძლავრით 5 ვტ–ს ჩათვლით – 35 ლარი;            

სიმძლავრით 5 ვტ–ს ზემოთ 15 ვტ–ს ჩათვლით  –  45 ლარი;          

სიმძლავრით 15 ვტ–ს ზემოთ 50 ვტ–ს ჩათვლით – 60 ლარი;           

სიმძლავრით 50 ვტ–ს ზემოთ 100 ვტ–ს ჩათვლით – 70 ლარი;         

სიმძლავრით 100 ვტ–ს ზემოთ1 კვტ–ს ჩათვლით – 80 ლარი;          

სიმძლავრით 1 კვტ–ს ზემოთ 3 კტვ–ს ჩათვლით – 90 ლარი;            

  სიმძლავრით 3კვტ–ს ზემოთ – 105 ლარი.          

48) საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი შიდა ნაოსნობის იმ თევზსაჭერი/თევზსარეწი გემის ყოველწლიური შემოწმება კონვენციურ და არაკონვენციურ სერტიფიკატებთან/მომწმობებთან რომელთა რეგისტრული ტონა 150–ზე მეტია, ხოლო სიგრძე აღემატება 24 მეტრს - 80 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ჰ34 ქვეპუნქტის მიზნებისათვის მომსახურებად ჩაითვლება საქართველოს ნავსადგურში შემოსვლის, ნავსადგურის შიგნით გადაადგილების და ნავსადგურიდან გასვლა, როგორც ერთიანი მომსახურება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ძ“, „ჭ“, „ჰ“, “ჰ11“, „ჰ12“ „ჰ13“, და „ჰ21“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება რეგისტრაციის წელს აშენებული გემების პირველად რეგისტრაციაზე, ასევე 5 წლამდე ასაკის გემებზე; საფასურის განაკვეთი შემცირდება 75%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 5-დან 10 წლამდე ან 50%-ით, თუ დასარეგისტრირებელი გემის ასაკი არის 11-დან 15 წლამდე. თუ გემი არის 16-დან 20 წლამდე, მაშინ საფასური დარჩება უცვლელი. 21-დან 25 წლამდე გემებზე საფასურის განაკვეთი გაიზრდება 50%-ით, ხოლო ყველა ის გემი, რომლის ასაკიც აღემატება 26 წელს, განაკვეთი გაიზრდება 75%-ით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის წესი არ ვრცელდება შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებულ გემებზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ43“ მუხლის მიზნებისათვის თითოეულ ჯგუფში არსებული საერთო რეგისტრული ტონის (GRT) საფასური (გარდა მე-6 ჯგუფისა) გამოითვლება ფორმულით, სადაც: F – ნიშნავს საფასურს, roundupVesselGRT – არის გემის GRT მნიშვნელობა – მეტობით დამრგვალებულ ასობით სიზუსტემდე. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი სამგზავრო გემები გადაიხდიან აღნიშნული საფასურის 20%-ს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ44“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემებზე, გემებზე, რომელთა რეგისტრული ტონაც არის 1000 GRT-ზე ნაკლები, დაპატიმრებულ და ადმინისტრაციული წესით დაკავებულ გემებზე, ასევე ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ღუზაზე მდგომ ნებისმიერი ტიპის გემზე. აღნიშნული საფასური შეეხება 1000 GRT-ზე მეტ ყველა იმ გემს, რომელმაც დაასრულა ნავსადგურში შესაბამისი ოპერაციები და ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებს ნავსადგურის გარე რეიდზე ღუზაზე 24 საათზე მეტი ხნით დგომას. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავი სამგზავრო გემები გადაიხდიან „ჰ44“ ქვეპუნქტში მითითებული საფასურის 20%-ს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ძ“, „წ“, „ჭ“, „ჰ“, „ჰ2“, „ჰ13“, ჰ16“, „ჰ19“ და „ჰ21“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მე-10 დღეს გაწევისას იმ შიდა ნაოსნობის თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებზე, რომელთა ნაოსნობის რაიონიც არ აღემატება 12 საზღვაო მილს, იმოქმედებს მე-10 დღის საფასური შემდეგი სახით:

მე-10 სამუშაო დღე

 

70 ლარი

მე-10 სამუშაო დღე

 

80 ლარი

მე-10 სამუშაო დღე

 

60 ლარი

მე-10 სამუშაო დღე

 

80 ლარი

2

მე-10 სამუშაო დღე

 

60 ლარი

13

მე-10 სამუშაო დღე

 

60 ლარი

16

მე-10 სამუშაო დღე

 

80 ლარი

19

მე-10 სამუშაო დღე

 

60 ლარი

21

მე-10 სამუშაო დღე

 

70 ლარი

       
 

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჰ48“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება იმ თევზსაჭერ/თევზსარეწ გემებზე, რომლებიც საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში რეგისტრირებულია როგორც ბერბოუტ-ჩარტერით ან ტაიმ-ჩარტერით დაფრახტული გემი.

8. დაუშვებელია ამ მუხლით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

9. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები განისაზღვრება ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით.

10. მომსახურების ვადების ათვლა იწყება მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად, გარდა იმ მომსახურებისა, რომლის გაწევაც უნდა მოხდეს განცხადების რეგისტრაციის დღეს ან განცხადების რეგისტრაციის დღიდან 24 საათის გასვლისთანავე. ასეთ შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება განცხადების რეგისტრაციის დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

11. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტო მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

12. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

2. მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მომსახურების მიღების შემდეგ ათი სამუშაო დღის განმავლობაში გადაიხადოს მომსახურების საფასური, თუ გაწეული მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის უზრუნველსაყოფად პირი წარმოადგენს საბანკო გარანტიას 18 000 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტია ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან.

 

 
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი