დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016727 |
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის №622 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 დეკემბრის N622 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №184, მუხ. 1884) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი, 11 და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში - საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე; ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ი) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; კ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი; ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი; ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე; პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსი; ჟ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; რ) საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) უფროსი; ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. 11. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. 2. ეთხოვოთ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა: ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს; გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს; ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელს; ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის წარმომადგენელს; ზ) საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელს; თ) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს; ი) აშშ-ს იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს; კ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის წევრს; ლ) ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელს; მ) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელს; ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის წარმომადგენელს; ო) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელს; პ) საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელს; ჟ) საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები