„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016146
18
30/01/2013
ვებგვერდი, 01/02/2013
100040000.22.038.016146
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  № 18

2013 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 18 მარტის №42 ბრძანებით (100040000.22.038.016037, 22/03/2011) დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით, რომელიც გრძელდება არა უმეტეს 24 საათისა.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.

3. წახალისების ფორმით მსჯავრდებულისათვის დამატებითი ხანგძლივი პაემნით სარგებლობის უფლება არ ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებზე (გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისა).

4. ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, ხანგრძლივი პაემნებისათვის გამოყოფილ პაემნის ოთახში დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

5. მსჯავრდებულთან ერთად ხანგრძლივ პაემანზე, ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს ერთი სრულწლოვანი პირი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ერთი არასრულწლოვანი პირი.

6. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა იმ მსჯავრდებულს, რომელიც იმყოფება საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე