დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1735 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 31/12/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.110.030.05.001.000.462 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 09.07.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
მე-4 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტს სიტყვის „სამობილიზაციო“ წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო რეზერვის სისტემაში არსებული ობიექტები“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ელექტროენერგეტიკული სექტორის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სამსახურები, გარდა 35-110 კვ ძაბვის გადამცემი ქსელის იმ ნაწილისა, რომლის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის გარე ელექტრომომარაგება და განკუთვნილი არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 13 დეკემბერი.
№1735–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები