„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.145.016034
1
08/01/2013
ვებგვერდი, 14/01/2013
280120000.35.145.016034
„თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

                                                                              

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2013 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.145.016033) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            ,,მუხლი 2. პროგრამის მიზანი

თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის მიზანია თიღვის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მიზნობრივი ჯგუფებისათვის ხანდაზმულები, ახალშობილები და აშ.) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            ,,მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40.0 ათასი ლარის ოდენობით“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფილ იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის და დოღლაურის, აგარის კომპაქტური ჩასახლება, საქაშეთი, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის (ე.წ. „ტელევიზიის I და II კორპუსები“) ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით)“.

,,2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამ­­თ­რის სეზონისათვის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს:

ა) 2013 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი შეშის მოცულობას (გადასაცემი შეშის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით);

ბ) 2013 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის მიწოდება“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 90.0 ათასი ლარის ოდენობით“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40.0 ათასი ლარის ოდენობით“.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 30.0 ათასი ლარის ოდენობით“.

2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე