„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/01/2013
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 11/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016037
32
04/01/2013
ვებგვერდი, 04/01/2013
300160070.55.067.016037
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №32

2013 წლის 4 იანვარი

ქ. ბათუმი

„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „დ" ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურის წიგნაკის ფორმა, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დანართი №1-ის „მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესის“ მე-5  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. წიგნაკში შეტანილი მეზღვაურის ბიომეტრიული მონაცემები:

ა) უნდა შეიცავდეს მისი მფლობელის პირველად და მეორად იდენტიფიკატორებს, პირველად იდენტიფიკატორად განისაზღვრება მფლობელის გვარი ინგლისურად, მეორად იდენტიფიკატორად განისაზღვრება მფლობელის სახელი ინგლისურად. მეზღვაურის ბიომეტრიული მონაცემები წიგნაკში შესაძლებელია დატანილ იქნეს სპეციალური კითხვადი კოდის გამოყენებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 01 იანვრიდან.

სააგენტოს დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიმამუკა თალაკვაძე