„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016116
46
31/12/2012
ვებგვერდი, 11/01/2013
040030000.32.057.016116
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №46

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშე­ნებ­ლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012  წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. მთავრობა უფლებამოსილია, მიზანშე­წონილობის მოტივით, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება ლაბორატორიის უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მთავრობის უფლება­მო­­სილების შეწყვეტის შემთხვევაში ლაბორატორიის უფროსი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე