დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016115 |
45
31/12/2012
ვებგვერდი, 11/01/2013
040030000.32.057.016115
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის ლიკვიდაციის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად: |
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კურორტი ბეშუმი (შემდგომში - კურორტი ბეშუმი). |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ (გ. თავართქილაძე), როგორც კურორტ ბეშუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ, უზრუნველყოს კურორტ ბეშუმის ლიკვიდატორების დანიშვნა. |
3.
ლიკვიდატორებმა 2013 წლის 31 იანვრისათვის: |
ა)
უზრუნველყონ კურორტ ბეშუმის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაკონტროლებელი ორგანოსათვის წარდგენა; |
ბ)
განახორციელონ კურორტ ბეშუმის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. |
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტ ბეშუმის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 13 სექტემბრის №97 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №180 (22.442), 23.09.05., გვ. 5). |
5.
ამ დადგენილების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 31 იანვრიდან. |
6.
ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები