დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.32.057.016112 |
42
31/12/2012
ვებგვერდი, 11/01/2013
010240020.32.057.016112
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად: |
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მაშველთა გადამზადების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). |
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ (გ. თავართქილაძე), როგორც ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებელმა ორგანომ, უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდატორების დანიშვნა. |
3.
ლიკვიდატორებმა, 2013 წლის 31 იანვრისათვის: |
ა)
უზრუნველყონ ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული აღრიცხვა, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მაკონტროლებელი ორგანოსათვის წარდგენა; |
ბ)
განახორციელონ ცენტრის თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. |
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მაშველთა გადამზადების ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №41 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/09/2011, 190040000.32.057.016062). |
5.
ამ დადგენილების პირველი და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 31 იანვრიდან. |
6.
ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები