დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება შ.პ.ს. ,,სამკურნალო კომბინატი"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/11728-2012 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 27/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/11728-2012
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,სამკურნალო კომბინატის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,სამკურნალო კომბინატის” მიმართ.
შპს ,,სამკურნალო კომბინატის” კრედიტორთა კრებაზე შემოწმდა წარმოდგენილი მოთხოვნები, შედგა კრედიტორთა რეესტრი და შეიქმნა მომრიგებელი საბჭო.
2012 წლის 13 დეკემბერს შპს ,,სამკურნალო კომბინატის” მორიგებელმა საბჭომ წარმოადგინა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ეს შპს ,,სამკურნალო კომბინატის” კრედიტორთა კრება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განხილვის დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,სამკურნალო კომბინატის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
_ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2013 წლის 04 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს№24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6);
3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები