„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 080230000.08.002.016723
1151
31/12/2012
ვებგვერდი, 03/01/2013
080230000.08.002.016723
„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1151

          2012 წლის 31 დეკემბერი       

  ქ.თბილისი

„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივნისის №369 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №87, მუხ. 929) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე;

ე) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

კ) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე;

ლ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

მ) საქართველოს სახალხო დამცველი;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის №123 საჯარო სკოლის დირექტორი.

  1. ეთხოვოს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება:

ა) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს;

ბ) საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს;

გ) საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

დ) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

ე) Human Rights Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს;

ვ) საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს - ადამიანის უფლებათა დაცვის უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში;

ზ) საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს;

თ) საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ხელმძღვანელს;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონალურ დირექტორს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის დირექტორს;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს;

მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარეს.“;

ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე.“

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი