„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 31/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016150
60
31/12/2012
ვებგვერდი, 03/01/2013
010260020.35.132.016150
„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

 

                                                                                                                

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №60

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი


 

„თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვით­მ­მართველი ქალაქის ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
      „თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზ­მისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლი 30 მარტის №19 დადგენილებაში (სსმ, 05.04.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება;

ბ) ტურიზმის განყოფილება;

გ) სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6 . განათლებისა და კულტურის  განყოფილება.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განათლებისა და კულტურის  განყოფილება.“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულებას მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. ტურიზმის განყოფილება:

  1. ტურიზმის განყოფილება:

ა) ქალაქის ტურისტული ინდუსტრიის მონაცემთა ბაზის ფორმირება;

ბ) ტურისტული  სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) დამზადება და გავრცელება;

გ) არსებული ტურისტული ობიექტების (სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, ატრაქციო-ნების, სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების) ადგილმდებარეობისა და კონტაქტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

დ) ტურისტულ ობიექტებში მომსახურეობის ფასების, მომსახურების კლასის, ხარისხის შესახებ პერიოდული ინფორმაციების დამუშავება;

ე) დაგეგმილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების შესახებ პერიოდული ინფორმაციების დამუშავება და გავრცელება;

ვ) სატრანსპორტო საშუალებების განრიგისა და ფასების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და გავრცელება.

ზ) სხვადასხვა ტურისტული მარშუტებისა და ტურების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

თ) თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ტურისტული ობიექტების მოვლა-პატრონობის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდა­ციების შემუშავება;

ი) საერთაშორისო ტურისტული გამოფენების შესახებ ინფორმაციის მოპოება, კონტაქტების დამყარება და სარეკლამო წინადადებების შემუშავება.

კ) ტურისტული თემატიკის სემინარების, კონფერენციების გამართვა და ორგანი­ზება;

ლ) ადგილობრივი ხალხური რეწვისა და სუვენირების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო ბაზის შექმნა. დარგის განვითარებისათვის შესა­ბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

მ) ტურისტულ სააგენტოებთან და სხვა ტურისტულ დაწესებულებებთან თანამ­შრომლობა და შესაბამისი ღონიძიებების დაგეგმვა.

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და მიზნების  შესრულება:

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მერი.

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციე-ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავი­სუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახუ­რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი კირთაძე