დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016134 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2013 - 14/01/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 535,0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 1 200,0 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 585,8 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 749,2 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 823.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 814.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 829.1 ათასი ლარის ოდენობით
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 15.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 102.8 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 220,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 90,0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 115,0 ათასი ლარი; |
გ)
იძულებით გადაადგილებულთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯებისათვის 15,0 ათასი ლარი. |
2.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
წყალდიდობის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება, კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სპეციალური ტანსაცმლით უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხაშურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) გამოწვეული წყალდიდობის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო დაცვის სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. 1.2. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ხაშურის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს 2012 წელში აღებული ვალდებულების დაფარვას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხაშურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია: სანიტარული დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, მაწანწალა ცხოველებთან და მღრნელებთან ბრძოლა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) დიდთოვლობის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ტრანპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის განხორციელდება ქალაქ ხაშურში ცენტრალური ქუჩების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და მუნიციპალიტეტის დასახლებასთან დამაკავშირებელი შიდა გზების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილია ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების (ტრაქტორის) შესყიდვა. 2.2. თვითმმართველობის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარების და საგზაო ნიშნების მოწესრიგების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 02) ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, უპირველეს ყოვლისა ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში არსებულ ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის ოპტიმალური გეგმის შემუშავება და შესაბამისი საგზაო ნიშნების დამონტაჟება-მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ნაკადებისაგან დასახლებების განტვირთვას. 2.3. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) კომუნალური მეურნეობის განვითარება, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება: სანიტარული პირობების გაუმჯობესება, გარე განათების სისტემების მოწყობა, დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
2.3.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მოვლა-შენახვა, რაც მოიცავს გარე განათების ობიექტების კვების უზრუნველყოფისა და მართვის სისტემების მწყობრიდან გამოსული ელემენტების ამოცვლა-დამონტაჟებას და ჩამრთველის პუნქტების შეკეთებას;
2.3.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში ცენტრალური ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ბორდიურებისა და კიუვეტების გაწმენდა, ხაშურის მუნიციპალიტეტზე გამავალი გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება, ქალაქ ხაშურის, დაბა სურამის, სოფლების: ქვიშხეთის, ტაშისკრის, ცხრამუხის, ოსიაურის, გომის, ვაყის, ალის, ხცისის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. დაგეგმილია აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას (მათ შორის მაწანწალა ძაღლების შეგროვება, დასუფთავების ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია სანაგვე ურნების შესყიდვა. 2.3.3. საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) კომუნალური მეურნეობის განვითარება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება დაბა სურამში ე.წ. გვერდისუბნის დასახლებაში, ე.წ ბაიანთხევის დასახლებაში და ე.წ. იტრიის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა. 2.3.4. წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილია, წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. განხორცილედება სოფელ ფლევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის დამტებითი სამუშაოები.
2.3.5. ბინათმშენებლობა (საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია) (პროგრამული კოდი 03 02 10) მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია და გარე ფასადის სარემონტო-სამღებრო სამუშაოები. 2.4. კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 04) მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას და მისი იერსახის გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ქალაქ ხაშურის გამწვანების და მწვანე ნარგავების მოვლა-შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, სხვადასხვა სადღესასწაულო დღეების დროს ქალაქ ხაშურის გაფორმებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა. 2.4.1. ქალაქის გამწვანების და მწვანე ნარგაობების მოვლა-შენახვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ხაშურში არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა, რაც მოიცავს: დეკორატიული ბორდ-ბუჩქების გასუფთავებას ხმელი და ზედმეტი ტოტებისაგან, ნიადაგის დაბარვას და გასწორება-გაფხვიერებას ფოცხით, ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ნაგვის გატანას, გაზონების და ბალახების გათიბვას ცელით და გატანას. მოხდება ქალაქ ხაშურში არსებული ხეების მოჭრა-გადაბელვა. 2.4.2. სასოფლო და არასასოფლო მეურნეობის მიწის ნაკვეთების პროექტებისათვის საკადასტრო და აზომვითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის, ასევე შენობა-ნაგებობების საამშენებლო და მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. 2.4.3. დეფექტური აქტების და ხარჯთაღრიცხვების მომზადების მომსახურების შესყიდვა (პროგრამული კოდი 03 04 07) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროგრამების ფარგლებში, ასევე დაფინანსების სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების ფარგლებში განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო მშენებლობისათვის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად მოხდება საჭირო მომსახურების შესყიდვა. 2.4.4. ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი სადღესასწაულო დღეების დროს ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. პროგრამა მიმართულია თანამედროვე ტიპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ჩამოყალიბებისა და განვითარების მხარდასაჭერად. ასევე მნიშვნელოვანია შესაძლებელი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის საშუალო ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც განათლებას იღებს 1008 ბავშვი. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელთა თანადაფინანსება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 50 ლარს. ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნული პროგრამით ხელს უწყობს დაწესებულებებში დასაქმებულთა სტაბილური შრომის ანაზღაურებას და კვებისა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას, რაც მთლიანობაში მშობელთა მიერ გადასახადის სახით გადახდილ თანხებთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო და აუცილებელი მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტის სოფლებში (ვაყა, ხცისი, ნაბახტევი, ფლევი, ქვიშხეთი, ტეზერი, ჩუმათელეთი, ბიჯნისი, წაღვლი, წრომი) ფუნქციონირებს ალტერნატიული სააღმზრდელო ჯგუფები. 3.2. საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა საშუალო ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის მიზნით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში ფინანსდება პედაგოგთა შრომის ანაზღაურება იმ მოსწავლეების ბინაზე სწავლებისათვის, რომლებსაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღება. 3.3. შემოქმედ ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 03) აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენას და მათ მოზიდვას საგანმანათლებლო სახელოვნებო სივრცეში, მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესებას ხელოვნების სხვადასხვა დარგებით, სასწავლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი წრეების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საბავშვო მუსიკალური თეატრ-სტუდიის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, შემოქმედი ბავშვების მიერ ხალხური ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია, პროგრამა მოიცავს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას და ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით, განათლების საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩაბმას სპორტის სხვადასხვა სახეობებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსება სპორტული სკოლები და სპორტული ღონისძიებები, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. 4.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებების ჩატარება სხვადასხვა სახეობებში (ფეხბურთი, კალათბურთი, ქართული ჭიდაობა, ჭიდაობა-ძიუდო, ჭიდაობა-სამბო, თავისუფალი ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში და ჩემპიონატებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობის მიღება, მუნიციპალიტეტში სპორტული ღონისძიებების ჩატარება; რესპუბლიკურ ტურნირებზე სპორტსმენთა მივლინება; სასწავლო საწრთვნელი და ფიზიკური მომზადებისათვის შეკრებების მოწყობა; სპორტსმენთა წახალისება; სპორტული ღონისძიებებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ხელშეწყობა; ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში სპორტის ეროვნული და პოპულარული სახეობების განვითარების ხელშეწყობა; ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობა, ტერიტორიების და მათზე განლაგებული ნაგებობების სადღეღამისო დაცვის უზრუნველყოფა და დასუფთავების ღონისძიებები. 4.1.2. სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) სპორტული სკოლა დაკომპლექტებული არის 869 ბავშვით და სწავლება მიმდინარეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, ქართული ჭიდაობა, ჭიდაობა-ძიუდო, ჭიდაობა-სამბო, თავისუფალი ჭიდაობა, ჭადრაკი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, მძლეოსნობა, რაგბი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ინტენსიური წვრთნის პროცესი, რაც იქნება ახალგაზრდა თაობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და ფიზიკური სრულყოფის საფუძველი. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში დაფინანსება სახელოვნებო სკოლები, ბიბლიოთეკები, კულტურის ცენტრები, მუზეუმები, კულტურული და ახალგაზრდული პროგრამები, რაც გავლენას მოახდენს ახალგაზრდობის გემოვნების დახვეწაზე და მუსიკალური შესაძლებლობების გამოვლენაზე და ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დადებითი განწყობის შექმნას დღესასწაულების მიმართ.
4.2.1. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
4.2.2. სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 02) ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო სფეროში ფუნქციონირებს სამი სამუსიკო სკოლა, სასწავლო პროცესს გადის 459 მოსწავლე. პროგრამა ხელს უწყობს, მოსწავლეთა მიერ მუსიკალური განათლების მიღებას სრული კურსით და პედაგოგთა ხელფასების სტაბილურად გაცემას, რაც მთლიანობაში მშობელთა მიერ სწავლების გადასახადის სახით გადახდილ თანხებთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას.
4.2.3. ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველის სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით.
4.2.4. კულტურის ცენტრების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდობის ქუჩის მავნე ჩვევებისაგან ჩამოშორების, მათი გემოვნების დახვეწისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების ზრდის მიზნით განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციას, ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობას, კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენას, მათ ხელშეწყობასა და წახალისებას, თანამედროვე მუსიკის კონცერტების მოწყობას. 4.2.5. მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიულ განვითარებასთან, აგრეთვე ცალკეული მხარის, კერძოდ შიდა ქართლის მხარის ისტორიასთან დაკავშირებული მასალების შეგროვება და დაცვა. სამუზეუმო კატალოგების, ბიბლიოგრაფიების, სამეცნიერო-კვლევითი მასალების შედგენა და პუბლიკაცია. 4.2.6. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის გეგმური და გადაუდებელი საოპერაციო ხარჯების, მშობიარობის თანადაფინანსება, შეჭირვებულთათვის უფასო სასადილოთი მომსახურების უზრუნველყოფა, სასწავლო დაწესებულებებში შეღავათების დაწესება, ომის ვეტერანებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, დაფინანსდება იძულებით გადაადგილებულთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები და ასევე გატარდება პრევენციული ღონისძიებები ინფექციურ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ეპიდსაშიშროებისას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება და კონტროლი, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის მოწოდებული მასალების მიღების, შენახვის და განაწილების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში სეზონურად ქუჩების, სკვერების, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების სანიტარიული მდგომარეობის მასობრივი დათვალიერების ორგანიზება, ქალაქის ნაგავსაყრელისა და ნაგვის შესაგროვებელი კონტეინერების სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობაზე სისტემატური კონტროლის დაწესება, საჭიროების შემთხვევაში დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის სამუშაოთა ორგანიზება. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსახლეობის გეგმური და გადაუდებელი საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსება, მშობიარობის თანადაფინანსება, შეჭირვებულთათვის უფასო სასადილოთი მომსახურების უზრუნველყოფა, სასწავლო დაწესებულებებში შეღავათების დაწესება, ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებს გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, დაფინანსდება იძულებით გადაადგილებულთა და ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები. 5.2.1. ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 და მეტი წლის უხუცესთა ფინანსური დახმარება წელიწადში 100 ლარის ოდენობით და მედიკამენტოზური უზრუნველყოფა 50 ლარის ფარგლებში. 5.2.2. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 04 03) პროგრამა ვრცელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და სსიპ – ხაშურის №2 საჯარო სკოლაში ჩარიცხულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე. მოსწავლეების უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესი ხელს შეუწყობს მათ სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომით ადაპტაციას, აღნიშნული დაფინანსება მოიცავს მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურეობას, პედაგოგთა და მომსახურე პერსონალთა შრომის ანაზღაურებას. პროგრამა ითვალისწინებს ხაშურის თვითმმართველ ერთეულში მცხოვრები მრავალშვილიანი დედების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. 2012–2013 წლებში დაბადებულ მეოთხე შვილზე დედას მიეცემა 400 ლარი; მე-5 შვილზე – 500 ლარი; მე-6, მე-7 და ა.შ. შვილზე – 600 ლარი.
5.2.3. სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა უფასო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04 04) მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისა და სახელოვნებო სკოლებში რეგისტრირებული მოსწავლეების მშობელთა მიერ ყოველთვიური სავალდებულო გადასახდელისაგან გათავისუფლება, აღნიშნული პროგრამა მოიცავს ლტოლვილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 70 000-მდე. 5.2.4. ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარებები. ომში დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 04 06) ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან (9 მაისი) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ინვალიდების სოციალური დახმარება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან (26 მაისი) დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების სოციალური დახმარება, რომელიც გაიცემა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით.
5.2.5. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა- ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 04 07) საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ყოფა-ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრებელ შენობებში დერეფნების განათებისათვის და წყლის ტუმბოებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. 5.2.6. სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 04 08) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე, უპატრონო მიცვალებულებზე. დაკრძალვის ხარჯებისათვის თანხა გაიცემა 250 ლარის ოდენობით. 5.2.7. მუნიციპალიტეტის დასახლებებში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 10) პროგრამა მოიცავს ხანძრის შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის დაქირავების უზრუნველყოფის ხარჯებს. 5.2.8. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04 11) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მქონე 170 მოქალაქის უფასო სასადილოთი, სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვება. 5.2.9. სოციალურად დაუცველი პირების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04 12) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი), სოციალურად დაუცველი და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა. 5.2.10. მოქალაქეთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04 14)
ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება ვრეცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შემდეგ მოქალაქეებზე:
ხელმოკლე სტუდენტებზე. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 18 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები