დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 იანვრის №32 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1144 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016722 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო-პროფესიული, კადრის და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 იანვრის №32 ბრძანებულებით (სსმ, ვებგვერდი, 13/01/2012, სარეგისტრაციო კოდი 140080000.08.002.016419) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები: |
ა)
22-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სამსახურის უფროსი შვებულებაში გასვლის თაობაზე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.”; |
ბ)
22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 221 მუხლი:
„მუხლი 221. 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა იმ მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით. 2. თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე დაკავებული თანამდებობის მიხედვით. 3. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებითა და მოსამსახურის თანხმობით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა. 4. სამსახურის უფროსის კადრების განკარგულებაში აყვანის საკითხს შესაბამისი განკარგულებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. 5. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს თანამდებობაზე ან ამოირიცხოს სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. 6. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა მოსამსახურეს ეთვლება ნამსახურობის სტაჟში.”. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები