„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 10/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016101
32
31/12/2012
ვებგვერდი, 03/01/2013
010250020.35.131.016101
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2012  წლის 27 ნოემბრის №29 დადგენილებაში (ს ს მ,  30.11.12 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. რწმუნებული ვალდებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქობულეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მიაწოდოს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმი. თუ მუნიციპალიტეტის რწმუნებულს არ გააჩნია საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და არ შეუძლია ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სააგენტოს აცნობოს მხოლოდ გარდაცვალების შესახებ შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელგუჯა ბაგრატიონი