დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016141 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანების მე-2 პუნქტით (სსმ,100110000.22.038.016006, 01/11/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
დებულების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. 2. ეს დებულება ვრცელდება აგრეთვე იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბჭო ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განიხილოს ამ კატეგორიის პირთა საქმეები საერთო წესით.“. |
2.
დებულების 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. წარმოების დაწყება
1. საბჭოს მიერ წარმოების დაწყების საფუძველია შუამდგომლობა.
2. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე ამ დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 201 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ადმინისტრაცია, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მსჯავრდებულის დახასიათება.
3. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს ყოველთვიურად წარუდგინოს შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.“.
|
3.
დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მსჯავრდებულის პიროვნება – კოეფიციენტი 1. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.“; |
4.
დებულების მე-12 მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. თუ შეფასების საბოლოო ქულა არ აღემატება 6.5-ს და საბჭო იხილავს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, მიიღება გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.“; |
5.
დებულების მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსასრულებლად დაწესებულების ადმინისტრაციას და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.“. |
6.
დებულების 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 201. ხელახალი განხილვა 1. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება. 2. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში, გარდა ამ დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
7.
დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები