დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016077 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის №5 დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის 2011 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებულია შემდეგი გადანაწილებები: |
ა)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 10 დეკემბრის №727 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 2.29 ათასი ლარით შემცირდა „საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,რბილი ინვენტარის“ ასიგნება და 2.29 ათასი ლარით გადიდდა მუხლი „შრომის ანაზღაურებას“ ასიგნება. |
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 10 დეკემბრის №728 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0.8 ათასი ლარით შემცირდა „საქონელი და მომსახურება“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება და 0.8 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ ასიგნება. |
გ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 10 დეკემბნრის №729 ბრძანებით საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოსათვის ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 1,0 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება და 0,2 ათასი ლარით გადიდდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საოფისე მოწყობილობების მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება, 0,8 ათასი ლარით გადიდდა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება. |
დ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 17 დეკემბრის №737 ბრძანებით შპს „ხობის მოამბესათვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 2.46 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებას“ ასიგნება და 2.46 ათასი ლარით გადიდდა მუხლი ,,შრომის ანაზღაურებას“ ასიგნება. |
ე)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 19 დეკემბრის №740 ბრძანებით შპს „ხობი დასუფთავება და განათებასთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 3.5 ათასი ლარით შემცირდა „საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის „კომუნალური ხარჯები“ ასიგნება და 3.5 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ტრანსპორტისა და ტექნიკის არაკლასიფიცირებული ხარჯები“ ასიგნება. |
ვ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 19 დეკემბრის №741 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 2.3 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომუნალური ხარჯი“ ასიგნება, 0.6 ათასი ლარით შემცირდა მუხლის ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლი ,,ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების“ ასიგნება და 0.5 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,მივლინებები“ ასიგნება, 2.4 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება. |
ზ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 19 დეკემბრის №742 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 3.1 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლის ,,ოფისის ხარჯები“ ასიგნება, 1.13 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლი ,,ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების“ ასიგნება, 3.62 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლი ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებას“ ასიგნება და 4.25 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,ოფისის ხარჯები“ ასიგნება, 3.6 ათასი ლარით გადიდდა მუხლი ,,არაფინანსური აქტივების ზრდას“ ასიგნება. |
თ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 20 დეკემბრის №747 ბრძანებით საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოსათვის ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0.4 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მიმდინარე რემონტის ხარჯი“ ასიგნება და 0,26 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისისათვის სანიტარული საგნებისა და საჭირო მასალების შეძენა“ ასიგნება, 0,14 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება. |
ი)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 20 დეკემბრის №748 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „,კოლხეთისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 5.18 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,რბილი ინვენტარის“ ასიგნება და 5.18 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებას“ ასიგნება. |
კ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 20 დეკემბრის №749 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 0.32 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,წყლის ხარჯი“ ასიგნება და 0.32 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება. |
ლ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 დეკემბრის №750 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დამტკიცებულ ასიგნებებში 3.0 ათასი ლარით შემცირდა მუხლი ,,არაფინანსური აქტივების ზრდას“ ასიგნება და 3.0 ათასი ლარით გადიდდა მუხლი ,,შრომის ანაზღაურებას““ ასიგნება; |
მ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 დეკემბრის №751 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურისათვის დამტკიცებულ ასიგნებებში 2.3 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებას“ ასიგნება, 0.7 ათასი ლარით შემცირდა „ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ-გაზეთების შეძენა და საგამომცემლო-სასტამბო ხარჯები“ ასიგნება და 3.0 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს მუხლი ,,ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯების“ ასიგნება. |
ნ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 21 დეკემბრის №752 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „,კოლხეთისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 1.3 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,სამედიცინო ხარჯების“ ასიგნება, 1.2 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებას“ ასიგნება და 0.5 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,ოფისის ხარჯები“-ს ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,სხვა მცირეფასიანი ინვენტარის შეძენა და დამონტაჟება“ ასიგნება, 2.0 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებას“ ასიგნება. |
ო)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 24 დეკემბრის №753 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 3.7 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,ოფისის ხარჯები“ ასიგნება, 1,1 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლი ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებას“ ასიგნება და 2,8 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,ოფისის ხარჯები“ ასიგნება, 2,0 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლი ,,სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებას“ ასიგნება. |
პ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 24 დეკემბრის №754 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: 2.8 ათასი ლარით შემცირდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუხლი ,,არაფინანსური აქტივების ზრდას“ ასიგნება, 1.0 ათასი ლარით შემცირდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება“ ასიგნება, 0.4 ათასი ლარით შემცირდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ,,საქონელი და მომსახურებას“ მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება და 3.3 ათასი ლარით გადიდდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება, 0.1 ათასი ლარით გადიდდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული“ ასიგნება, 0.8 ათასი ლარით გადიდდა გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მუხლის ,,შრომის ანაზღაურება“ ასიგნება. |
ჟ)
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 25 დეკემბრის №755 ბრძანებით ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებში 2.0 ათასი ლარით შემცირდა ,,საქონელი და მომსახურება“-ს ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,კომუნალური ხარჯი“ ასიგნება და 1.25 ათასი ლარით გადიდდა მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება, 0.75 ათასი ლარით გადიდდა ,,საქონელი და მომსახურებას“ ,,ოფისის ხარჯების“ ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟება“ ასიგნება. |
2.
ამ დადგენილების პირველი პუნქტით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №56 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 120103033, 04.01.2012 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016049) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსი თანახმად №1 დანართისა: ა) ბიუჯეტის შემოსავლები – 9090.5 ათასი ლარით (აქედან: გადასახადები 6146.1 ათასი ლარი; გრანტები – 2481.3 ათასი ლარი; სხვა შემოსავლები – 463.1 ათასი ლარი); ბ) ბიუჯეტის ხარჯები – 5997.7 ათასი ლარით (აქედან: შრომის ანაზღაურება – 1686.5 ათასი ლარი; საქონელი და მომსახურება – 1021.5 ათასი ლარი; პროცენტი 185.7 ათასი ლარი; სუბსიდიები – 2773.4 ათასი ლარი; სოციალური უზრუნველყოფა – 330.6 ათასი ლარი); გ) საოპერაციო სალდო – 3092.8 ათასი ლარით; დ) არაფინასური აქტივების ცვლილება – 3411.9 ათასი ლარით; ე) მთლიანი სალდო – -319.1 ათასი ლარით; ვ) ფინასური აქტივების ცვლილება – -525.9 ათასი ლარით. |
ბ)
დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანახმად №2 დანართისა, მათ შორის: ა) შემოსულობები – 9334.5 ათასი ლარით (აქედან: შემოსავლები – 9090.5 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების კლება – 244,0 ათასი ლარი); ბ) გადასახდელები – 9860.4 ათასი ლარით (აქედან: ხარჯები – 5997.7 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა – 3655.9 ათასი ლარი; ვალდებულებების კლება – 206.8 ათასი ლარი); გ) ნაშთის ცვლილება – -525.9 ათასი ლარით. |
გ)
დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს თანახმად №5 დანართისა, მათ შორის: ა) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება –- 2578.7 ათასი ლარით; ბ) თავდაცვა – 101.0 ათასი ლარით; გ) საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 576.9 ათასი ლარით; დ) ეკონომიკური საქმიანობა – 1863.0 ათასი ლარით; ე) გარემოს დაცვა – 933.8 ათასი ლარით; ვ) საბინაო კომუნალური მეურნეობა – 1160.4 ათასი ლარით; ზ) ჯანმრთელობის დაცვა – 129,9 ათასი ლარით; თ) დასვენება, კულტურა და რელიგია – 901.2 ათასი ლარით; ი) განათლება – 1198.6 ათასი ლარით; კ) სოციალური დაცვა – 416.9 ათასი ლარით. |
დ)
დადგენილების დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანახმად ამ დადგენილების პირველი დანართისა; |
ე)
დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანახმად ამ დადგენილების მე-2 დანართისა; |
ვ)
დადგენილების დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანახმად ამ დადგენილების მე-3 დანართისა; |
ზ)
დადგენილების დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანახმად ამ დადგენილების მე-4 დანართისა; |
თ)
დადგენილების დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანახმად ამ დადგენილების მე-5 დანართისა. |
3.
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების საბიუჯეტო კლასიფიკაცია
|
|
დანართი №5
|
ხობის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები