საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 176/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 13/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016170
176/1
13/11/2012
ვებგვერდი, 25/01/2013
480610000.03.030.016170
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ


 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,

ესწრაფიან რა ხელი შეუწყონ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, ადამიანის უფლებების სფეროში თანამშრომლობას, ორი სახელმწიფოს დაახლოებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით,     

მოწადინებულნი არინ რა, გაეროს წესდების I თავის შესაბამისად, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის,

მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე:


 

მუხლი 1

მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე  ორი ქვეყნის დაახლოების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და ადამიანის უფლებების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.    

 

მუხლი 2

ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით, მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე მინისტრების მოადგილეების ან მათი წარმომადგენლების დონეზე. კონსულტაციები გაიმართება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

 

მუხლი 3

მხარეები წინასწარ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, განსაზღვრავენ კონსლუტაციების ჩატარების დონეს, დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.

 

მუხლი 4

კონსულტაციები მოიცავს შემდეგს:

ა. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს;

გ. საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრსაც ორივე მხარე წარმოადგენს;

დ. ადამიანის უფლებათა ხელშეწყობასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.   

 

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, ადამიანის უფლებების, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.

 

მუხლი 6

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის თანამშრომელთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების ორგანიზებით.

მუხლი 7

მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან და/ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

 

მუხლი 8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და/ან შესწორებები.

 

მუხლი 9

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე, ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ოქმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე.

 

 

შესრულებულია ქ. ასუნსიონში, 2012 წლის 13 ნოემბერს ორ დედნად,   ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ათენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

 

საქართველოს საგარეო   საქმეთა სამინისტროს სახელით

 

       

ხელმოწერილია

პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

 

 

ხელმოწერილია