საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
481
12/11/1996
პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ოპერაციებისა და სამუშაოების დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სამთავრობათშორისო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე „კრედიტანშალტ ფიურ ვიდერაუშბაუსთან“ 1996 წლის 16 იანვარს 13,0 მილიონ გერმანულ მარკაზე, 1996 წლის 26 ივლისს 10,0 მილიონ და 40,0 მილიონ გერმანულ მარკაზე, აგრეთვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან 1994 წლის დეკემბერში 18,1 მილიონ აშშ დოლარზე გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში (სტრუქტურისა და მოცულობის გათვალისწინებით) ამ ხელშეკრულებების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს:

ა) იმპორტული მასალები, ნახევარფაბრიკატები და მოწყობილობა-დანადგარები _ საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადებისაგან;

ბ) შესრულებული სამუშაოები _ დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. „კრედიტანშალტ ფიურ ვიდერაუშბაუსთან“ 1996 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ კანონი ამოქმედდეს ამ ხელშეკრულებების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 12 ნოემბერი.

№481_ Iს