დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.102.016059 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/01/2013 - 05/04/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 953.8 ათასი ლარის ოდენობით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013წლის ბიუჯეტის გრანტები 953.8 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 992,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება (ზრდა) 2,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 40,9 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 9.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -40,9 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 40,9 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 3,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 13,0 ათასი ლარი მიიმართოს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ ქვეპროგრამები |
| მუხლი 13 |
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის, კულტურის, დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარებისათვის, 2013 წელს მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია ძირითადი პრიორიტეტებია:
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) არსებული რესურსების ფარგლებში ფინანსდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2.1. საბინაო-კომუნალური მეურნეობის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანია თანადაფინანსებით ყველა იმ ორგანიზაციის, იურიდიული პირის, თუ მოქალაქეთა სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული გაერთიანებების წახალისება, რომელიც მოახდენს წილობრივ თანადაფინანსებას, ხელს შეუწყობს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული, ზემო აფხაზეთიდან დევნილი და საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ინფრასტრუქტურული და საბინაო -კომუნალური მეურნეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2013 წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ს. აჟარის საბვშვო ბაგა-ბაღი“.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების განხორციელებას და ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2013წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შემდეგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: ,,ს. აჟარის კულტურის ცენტრი“ და ,,ს. აჟარის სპორტსკოლა“. 4. 1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მხარდაჭერა და დაფინანსება ნიჭიერი სპორტსმენების წახალისების, ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისათვის და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა.ი.პ ,,ს. აჟარის სპორტ -სკოლის“ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 4.1. 1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 01 01) 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება და დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები: ა) „ჭიდაობაში ვარჯიში და სხვა ტურნირები ჭიდაობაში“- ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ა.ი.პ ,,ს.აჟარის სპორტ-სკოლის“ მოსწავლე ბავშვები. შეიქმნება მათთვის ვარჯიშისათვის და ტურნირებში მონაწილეობისათვის საჭირო პირობები. ბ) ,,ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში“- ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობს მიიღებენ ა.ი.პ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე ბავშვები და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული სკოლის მოსწავლე ბავშვები, მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება გ) ,,წარმატებული სპორტსმენებისა და წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოვება“ -ღონისძიების ფარგლებში მოხდება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდებისა და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოვება. დ) ,,მხიარული სტარტები“- ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ა.ი.პ ,,ს. აჟარის სპორტსკოლის“ მოსწავლე ბავშვები, ისინი გაივლიან სათანადო მომზადებას, ჩატარდება შესაბამისი ღონისძიება, ,,მხიარული სტარტები“- ს ფედერაციის მონაწილეობით. მოხდება მონაწილე ბავშვების დაჯილდოვება. ე) ,,სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილეობა“ - ამ ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია ა.ი.პ ,,ს. აჟარის სპორტ-სკოლის“ მოსწავლე მოთხილამურე ბავშვების სათხილამურო წვრთნა და წვრთნაში გამოვლენილი საუკეთესო მოთხილამურეების საქართველოს სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილეობა. ვ) ,,ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი და სხვადასხვა ტურნირები ფეხბურთში“- ღონისძიების ფარგლებში მოხდება საფეხბურთო წვრთნა, რისთვისაც შექმნილი იქნება სათანადო პირობები. გაიმართება საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ა.ი.პ ,,ს. აჟარის სპორტ-სკოლის“ საფეხბურთო გუნდები, მოხდება საპრიზო ადგილის მფლობელთა გამოვლენა და დაჯილდოვება. ა.ი.პ ,,ს. აჟარის სპორტ-სკოლის“ საფეხბურთო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტურნირებში. ზ) ,, ლაშქრობა“, ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებილი 17-18 წლის ახალგაზრდებისათვის 2-3 დღიანი ლაშქრობა მარშრუტით თბილისი -კოჯორი -მარაბდა-ბეთანიის და ვერეს ხეობით დაბრუნება თბილისში, სადაც დაათვალიერებენ და გაეცნობიან ფლორას და ფაუნას, სხვადასახვა ღირშესანიშნაობებს. 4.2. . კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ამ მიზნით დაფინანსდება: ა) ,,შევიცნოთ მშობლიური მხარე“ - ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ახალგაზრდების ექსკურსიაზე წაყვანა დაბა ყაზბეგში სადაც მოსწავლე -ახალგაზრდობა გაეცნობა ისტორიული ძეგლებს. ბ) ,,საახალწლო კონცერტი“- აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახებისათვის ქ. თბილისში გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც ა.ი.პ ,,ს. აჟარის სპორტ-სკოლის“ მოსწავლეები იცეკვებენ და იმღერებენ მოწვეულ მუსიკოსებთან და მომღერლებთან ერთად. კონცერტს დაესწრება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლეობა. გ) ,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა“ - ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების წაყვანა მთაწმინდის პარკში, მათთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონებზე გასართობად ბარათების შეძენა და ნაყინით გამასპინძლება. დ) ,,იმოგზაურე საქართველოში“ - ღონისძიების ფარგლებში მოხდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი, დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩასახლებული ახალგაზრდების წაყვანა სამხრეთ საქართველოში. დევნილი მოსწავლე ახალგაზრდები გაეცნობიან სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ ძეგლებს, დაათვალიერებენ მუზეუმებს.
ე) ,,2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი აქცია“- ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი საომარი მოქმედებების დროს და საქართველოს მთლიანობისთვის შეწირული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქციის მოწყობა და ომის ქრონიკების აღმწერი სტენდის დამზადება. ვ) ,,სიმღერის და ცეკვის სწავლება“ - ღონისძიების ფარგლებში ა.იპ ,,ს. აჟარის კულტურის ცენტრთან“ არსებული სიმღერისა და ცეკვის წრეებისათვის მოწვეულები იქნებიან ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის პედაგოგები. იქნება დაქირავებული დარბაზი , სადაც ბავშვებს ყველა პირობა ექნებათ სავარჯიშოდ. ზ) ,,ინტელექტულური-შემეცნებითი პროექტი ერუდიტი“-ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი სკოლის მოსწავლე 100-150 ბავშვის მონაწილეობა ინტელექტულურ-შემეცნებითი პროექტ ერუდიტში მონაწილეობა, მოხდება დებულების შემუშავება, თამაშის ორგანიზება, გამარჯვებულთა დაჯილდოვება. თ) ,,დედაენის დღე“- დედაენის დღესთან დაკავშირებით ზემო აფხაზეთის რესურსცენტრის ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან დევნილი ახალგაზრდები. ი) ,,გასართობი ღონისძიება“ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ახალი წლის წინა დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის შეძენილ იქნება დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტზე დასასწრები ბილეთები. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შერჩეულიქნება წარმოდგენა სათანადო ასაკობრივი ჯგუფისათვის და მოხდება დასწრების ორგანიზება . 4.3. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სასულიერო პირების რელიგიური საქმიანობის ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილ მოსახლეობას ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. 5.1.მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახის დახმარებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.1.1.ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ერთჯერადი დაფინანსება, თითოეულ ბენეფიციარზე 200 ლარის ოდენობით; ბ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული 3-დან 60 წლამდე პირების გადაუდებელი ოპერაცია, თუ მათ არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვეო პოლისი, ან იგი არ ითვალისწინებს ასეთი ოპერაციების დაფინანსებას. დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის ხარჯები, დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. 5.1.2. ხანდაზნულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 80 და მეტი წლის ასაკის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების ერთჯერად დაფინანსება, თითოეულზე 200 ლარის ოდენობით. ბ) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა პენსიონერები, თითოეული 200 ლარის ოდენობით. 5.1.3 მარჩენალდაკარგულ პირთა და ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებულ ომში დაღუპულ პირთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით. ბ) ერთჯერადი დახმარება გაეწევათ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ მარჩენალდაკარგულ 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს თითოეულზე 200 ლარის ოდენობით. 5.1.4. ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ მარტოხელა დედებს გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეულს 200 ლარის ოდენობით. ბ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახების 3 და მეტი 0-დან 18 წლამდე, ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. გ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ მე-3 და მეტი შვილის შეძენისას. დახმარება განისაზღვრება მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი. დ) პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები. დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით. ე) გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება საახალწლოდ, რომლებსაც ჰყავთ 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წელს დაბადებული ბავშვები. თითოეულ ბავშვზე 70 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით. ვ) პროგრამოს ფარგლებში დახმარება გაეწევა დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით. 5.1.5. სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას (დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების მცირედით გაუმჯობესების მიზნით გაწეული დახმარება(პროგრამული კოდი 06 01 05 ) ა) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას. დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ოჯახისათვის 200 ლარს. ბ) ერთჯერადად საცხოვრებელ სახლში სათბობი შეშის ტრანსპორტირების ხარჯები აუნაზღაურდებათ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში თანადაფინანსების სახით ერთ ოჯახზე – 150 ლარის ოდენობით. გ) ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. დახმარებას მიიღებენ გაზის გამათბობლის სახით (ოჯახზე ერთი), თითოეულის საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე. დ) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯები, ბუნებრივი აირის შემომყვანი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე არაუმეტეს 1000 ლარისა კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების და გადაწყვეტილების საფუძველზე. ე)პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების დახმარება ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ პროფესიული საგნმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 5.1.6.სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ , იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, დაკრძალვის ხარჯი თითოეულ ბენეფიციარზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. |
თავი III
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ასიგნებები |
| მუხლი 14 |
განისაზღვროს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის
პროგრამების ასიგნებები თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 15 |
1.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის N32 დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები