„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 300310000.16.009.016060
24
27/12/2012
ვებგვერდი, 28/12/2012
300310000.16.009.016060
„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №24

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

„ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
. „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 23 დადგენილებაში (სსმ, III, 26.09. 2008,  N 142,  მუხ.1405) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები“ (დანართი № 1).“

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა“ (დანართი № 3).“

3. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული  № 1 დანართის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები.“

ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის კონტროლის წესები“ (შემდგომში „წესები“) ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის (შემდგომში „მეწარმე“), მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაბამისი კანონის საფუძველზე არ წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას და განსაზღვრავს აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.“

ბ.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“), რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმებას, ასევე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით დადგენილი ზომების გამოყენებას.

4. კომისია, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობის რეგულირების მიზნებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს. კომისიის მოთხოვნები, ასევე მის მიერ მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას.“

გ) მეორე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მეწარმე ვალდებულია, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში საქმიანობა წარმართოს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების, გადაწყვეტილებებისა და სხვა სახის მოთხოვნების შესაბამისად. მეწარმე ასევე ვალდებულია:

ა) მის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალებები იქონიოს სათანადო მდგომარეობაში და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური ნორმები და პირობები;

ბ) აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის რაოდენობა;

გ)  დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების  საფასური;

დ) უზრუნველყოს კომისიის მოთხოვნების სათანადოდ შესრულება.“

დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული  № 2 დანართის:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზირების წესები ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ელექტროენერგეტიკის,  ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი მეწარმე სუბიექტისთვის, მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა.“

ა.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიების გაცემას, მათში ცვლილების შეტანასა და გაუქმებას, ასევე სალიცენზიო პირობების განსაზღვრასა და მათი შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“).

4. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში იკრძალება ლიცენზირებას დაქვემდებარებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე. დაუშვებელია კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა.“

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) წყალმომარაგების ლიცენზია.“

გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სალიცენზიო მოწმობის ასლი ინახება კომისიაში.“

დ) მე-5 მუხლის:
დ.ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმოების საშუალებების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები.“

დ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. წყალმომარაგების ლიცენზიის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების გარდა, ლიცენზიის მაძიებელმა სალიცენზიო განაცხადთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) წარმოების საშუალებების ფლობის (ამ საშუალებებით სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ძირითად საშუალებათა (აქტივების) ჩამონათვალი და საწარმოს შეფასების (აუდიტის) დასკვნა.“

დ.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) მე-7 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის რაოდენობა შესაბამისი აღრიცხვის საშუალებების გამოყენებით;“

ე.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის – უზრუნველყოს სხვა წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის სასმელი წყლის გატარება, მომხმარებლების სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება, რაც გულისხმობს მის ვალდებულებას, მიიღოს ყველა შესაძლო, გონივრული ზომა მომხმარებლების საუკეთესო პირობებით წყლით მომარაგებისთვის.“

ე.გ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის – საინვესტიციო პროგრამას და ანგარიშს მისი შესრულების მდგომარეობის შესახებ; წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის მიღების ობიექტებისა და წყაროების, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის, წყალმომარაგების ობიექტების დაცვისა და სასმელი წყლის დაბინძურებისაგან თავის არიდების ღონისძიებებისა და დაცვის საშუალებების შესახებ, წყალარინების სისტემის (ჩამდინარე წყლის გატარება და გამწმენდი ნაგებობების) მდგომარეობისა და ჩამდინარე წყლის გამწმენდი საშუალებების შესახებ; ასევე სასმელი წყლით მომარაგების აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირების შესახებ.“

ე.დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სალიცენზიო პირობებს წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით, ლიცენზირების წესებით, კომისიის ყველა გადაწყვეტილებითა და დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“

ვ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა, მათ შორის კომისიის გადაწყვეტილებისა თუ დადგენილების, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა,  იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. ლიცენზიატს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.“

5. დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული № 3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა და მისი აღწერილობა


1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (შემდგომში „მოწმობა“) ფორმა წარმოადგენს ცარცის ქაღალდის გამოყენებით ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ ღია ფერის A4 ფორმატის ერთფურცლიან მოწმობას..

2. მოწმობის წინა გვერდზე გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ და ჩანაწერი გაცემული ლიცენზიის თაობაზე შემდეგი მონაცემების შესატანად: სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ნომერი და სერია, ლიცენზიის გაცემის თარიღი, ლიცენზიის მფლობელის დასახელება, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ლიცენზიის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და წევრების ხელმოწერა, ბეჭდის ადგილი (გამოსახულება თან ერთვის დანართის სახით). მის ბოლო მარჯვენა კუთხეში დაიტანება მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – სფს.

3. მოწმობის უკანა გვერდზე არ სრულდება არანაირი ჩანაწერი,

4. მოწმობა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) რელიეფურ დამცავ ბადეს; ბ) ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფაბრებით; გ) მოწმობის ბლანკის შუაში უხილავი ფორმით შესრულებულ წარწერას „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სალიცენზიო მოწმობა“, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს; დ) ჭვირნიშანს – სტამბური წესით დამზადებულ პენეტრირებულ წყლის ნიშანს."

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი, თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია