„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16-54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020100.36.101.016140
16-54
28/12/2012
ვებგვერდი, 28/12/2012
210020100.36.101.016140
„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №16-54

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში (სსმ, 14.03.2012,  210020100.36.101.016032)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.  გადაწყვეტილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ქ. თბილისის საკრებულოში საკრებულოს უფლებამოსილების ვადით შექმნილია საკრებულოს სარევიზიო კომისია და შემდეგი მუდმივმოქმედი კომისიები:

ა)  იურიდიულ საკითხთა;

ბ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო;

გ) საქალაქო მეურნეობის;

დ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა;

ე) ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის;

ვ) ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის;

ზ) განათლებისა და კულტურის;

თ) გარემოს დაცვის;

ი) ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის;

კ) სახელდებისა და სიმბოლიკის;

ლ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;

მ) საერთაშორისო ურთიერთობების.

2.  გადაწყვეტილების 42–ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შენაარსის ,,ფ“ ქვეპუნქტი:

 ,,ფ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ცალკეული წევრის, საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს დელეგაციის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით, ასევე ნიშნავს საკრებულოს დელეგაციის ხელმძღვანელს.“.

3. გადაწყვეტილების 46–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა სახელმწიფოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით;“.

მუხლი 2
გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი