დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის #15–51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330060000.36.101.016141 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის №15–51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
|
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №14-78 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 15 დეკემბრის №15–51 გადაწყვეტილებაში (სსმ, 18.12.2012, 330060000.36.101.016138) და გადაწყვეტილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ. 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21 1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 25%; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 25%. 2. სამუშაოს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შესაბამისად განხორციელებას ზედამხედველობას უწევს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ავტორი. ამხანაგობა ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ გამგეობას წარუდგინოს შესაბამისობის შესახებ დასკვნა.".
|
2.
გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები