`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016056
23
27/12/2012
ვებგვერდი, 28/12/2012
300280000.16.009.016056
`ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ~ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №23

2012 წლის 27 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

"ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

     საქართველოს მთავრობის  2012 წლის 24 დეკემბრის  №2044  და №2047 განკარგულებებით მოწონებულ იქნა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი  და საქართველოს მთავრობას, სს”საპარტნიორო ფონდს”, ღია სააქციო საზოგადოება ”ინტერ რაო ეეს”-ს, სს”თელასს”,   შპს”მტკვარი ენერგეტიკას”, სს”ხრამჰესი-1”-სა და სს”ხრამჰესი-2”-ს შორის დასადები მემორანდუმი.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის  № 33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, № 175, მუხ. 1791)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე- 8  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სს „თელასის“  განაწილების ზღვრული ტარიფები

 სს „თელასის“ ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები   ძაბვების მიხედვით:

ძაბვის საფეხური

2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით

220-380ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

8,08 თეთრი/კვტსთ;

 

220/380ვოლტი  (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი საშუალოდ)

6,891  თეთრი/კვტსთ;

6-10 კილოვოლტი

7,138  თეთრი/კვტსთ;

35-110 კილოვოლტი 

1,8 თეთრი/კვტსთ.

"

2. 91   მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

"მუხლი 91. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ზღვრული ტარიფები  2013 წლის 1  იანვრიდან   2013  წლის 31 მარტის   ჩათვლით ძაბვების მიხედვით:

ა)

220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

_

8,08 თეთრი/კვტსთ;

 

ბ)

220-380 ვოლტი (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი საშუალოდ)

_

5,19 თეთრი/კვტსთ;

 

გ)

6-10 კილოვოლტი

_

4,488 თეთრი/კვტსთ;

ვ)

35-110 კილოვოლტი

_

2,794 თეთრი/კვტსთ.”

"

3. მე-10  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები

1. სს „თელასის“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები  ძაბვების მიხედვით:

 

ძაბვის საფეხური

2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით

220-380ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

13,56 თეთრი/კვტსთ;

 

6-10 კილოვოლტი

12,618  თეთრი/კვტსთ;

35-110 კილოვოლტი 

7,28 თეთრი/კვტსთ

 

  1. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით ქ. თბილისის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის(მოსახლეობისათვის), რომლებიც წარმოადგენენ სს„თელასის“ აბონენტებს 220/380 ვოლტ ძაბვაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

 

მოხმარების საფეხური

2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით

101 კვტსთ-ის ჩათვლით

 

8,424   თეთრი/კვტსთ;

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით

10,56 თეთრი/კვტსთ;

301 კვტსთ-დან და მეტი

14,998  თეთრი/კვტსთ;

 

4. 111  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  11 სს „ენერგო-პრო  ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით 

1. სს „ენერგო-პრო  ჯორჯიას“  მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები ძაბვების მიხედვით:

      ა)    220-380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) – 13,56  თეთრი/კვტსთ;

      ბ)   6-10 კილოვოლტი  -   9,968 თეთრი/კვტსთ;

      გ)   35-110  კილოვოლტი  -  8,274  თეთრი/კვტსთ;

2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში (სს„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის(მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა) 101 კვტსთ-ის ჩათვლით  -  8 ,00  თეთრი/კვტსთ;

ბ) 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით  - 11,00  თეთრი/კვტსთ;

გ)  301 კვტსთ-დან და მეტი  -  14,83  თეთრი/კვტსთ.”

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

კომისიის წევრი, თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია
კომისიის წევრიგოჩა შონია