დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალ“-ის მიერ დაფუძნებული არასახელმწიფო საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1186
2012 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალის ” მიერ დაფუძნებული არასახელმწიფო საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფისშესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. გაუუქმდეს სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალის ” მიერ დაფუძნებული არასახელმწიფო საპენსიო სქემის რეგისტრაცია .
2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.
ვიცე -პრეზიდენტი ო. ნადარაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები