დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35.06.1268 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 26/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016140 |
|
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილების (სის №040.030.000.37.101.000.034, 07.04.2010 წ.) მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდებაში (დებულებაში) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) წესდების (დებულების) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ გ“ ქვეპუნქტი: „გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;“ ბ) წესდების (დებულების) მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. სააგენტოს სამსახურების უფლება-მოვალეობები 1. პრივატიზების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა–რეგისტრაცია და გამიჯვნა-გაერთიანება; ბ) უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების განკარგვისთვის მომზადება; დ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება; ე) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა; ვ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ზ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება; თ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება; ი) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში; ბ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადება ქ. თბილისის მთავრობისთვის წარსადგენად; გ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა; დ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში დარღვევა-ნაკლოვანებების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება; ე) საწარმოთა აუდიტორული შემოწმების კოორდინაცია; ვ) საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება; ზ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა, მოცემული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით; თ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა; კ) სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის სრულყოფა და ანალიზი; ლ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა; მ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ნ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება; ო) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება. 3. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს მიერ გასაწევი ფასიანი მომსახურების კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად; გ) დაინტერესებული პირების შესაბამისი ინფორმაციით/მომსახურებით უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა; ვ) დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება; ზ) ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; თ) აქტებისა და ხელშეკრულებების შესრულების ანალიტიკა; ი) დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფა; კ) საზოგადოებასთან ურთიერთობა; ლ) მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და ანალიტიკური უზრუნველყოფა; მ) სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფა; ნ) თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა; ო) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; პ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება; ჟ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები