დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადიგენის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.137.016070 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/01/2013 - 05/02/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი, დანართი №1- ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი № 1
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
მუხლი 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 2476.1 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2146.1 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2366.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 109.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 109,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 49.5 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 49.4 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 64.3 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 7.0 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4.9 ათასი ლარი.
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ბოლო დროს გახშირებული სტიქიური მოვლენებისა და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული სტიქიური მოვლენებისა და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკით უზრუნველყოფა. პერსონალის პროფესიული დონის ამაღლება საჭიროებს პერიოდულად სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში აგრეთვე ფინანსდება სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. აღნიშნული პროგრამის მთავარი პრიორიტეტებია: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, სარწყავი არხების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბების შიდა გზებისა და სოფლებში მისასვლელი გზების მოვლა-შენახვა-რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და გარე განათება, აგრეთვე განხორციელდება სარწყავი არხების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა. 2.2.1 საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში იგეგმება დაბა ადიგენისა და დაბა აბასთუმნის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარე რემონტის სამუშაოების დაფინანსება. 2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მოწესრიგდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლებისა და დაბების მომსახურებაში მყოფი სასმელი წყლის არსებული ბასეინებისა და ქსელების რეაბილიტაცია. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარiული ნორმების დაცვა. ამ მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ორივე დაბის და სოფლების უდისა და არლის, აგრეთვე, სოფ. ბენარისა და ვარხნის დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, რაც გააუმჯობესებს აღნიშნული დასახლებული პუნქტების სანიტარiულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. 2.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. 2.2.5 სარწყავი არxების ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა რეაბილიტაცია, სახურავების რეაბილიტაცია და სანიტარiული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) აღნიშნული პროგრამის მიზანია გაზაფხულზე ადიდებული მდინარეებისაგან მოსახლეობის კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების დატბორვისა და წალეკვისაგან დაცვა, აგრეთვე რწყვის სეზონისათვის არსებული სარწყავი არხების მზადყოფნაში მოყვანა-რეაბილიტაცია. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება არასამთავრობო და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. კერძოდ: „World vision“ -საერთაშორისო არასამთავრობო რეგიონალური ორგანიზაცია საქართველოში წლების განმავლობაში მჭიდროდ ურთიერთობს მუნიციპალიტეტთან. კეთდება სასოფლო მოსაცდელები, ფინანსდება სასკოლო ინფრასტრუქტურა.
2.4 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 04) მუნიციპალიტეტი იღებს ხარჯებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა, აგრეთვე „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელი განათლების დაფინანსებას. იგი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში გაიზრდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1 ააიპ ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 7 საბავშო ბაღი, რომელიც მომსახურებას უწევს 230-მდე სოლამდელი ასაკის ბავშვს. საბავშვო ბაღები არის მოძველებული, რის გამოც ვერ ხერხდება მთლიანი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ქსელის გაფართოება.
ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტული ტრადიციების დაცვა და მათი განვითარება. 4.1 ააიპ ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვა და სხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოზარდთა სპორტულ აღრზდას ემსახურება ადიგენის კომპლექსური სპოტული სკოლა, სადაც შექმნილია ფეხბურთის, ჭიდაობის, ჭადრაკის, რაგბის ასაკობრივი ჯგუფები. 2012 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი პროგრამები. 2012 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ბიბლიოთეკები, ააიპ ადიგენის სამუსიკო სკოლა, ააიპ ადიგენის კულტურის ცენტრი. 4.2.1 ააიპ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 01) ზემოაღნიშნული პროგრამა ეხმარება ადიგენის მუნიციპალიტეტის მკითხველ მოსახლეობას ცოდნის ამაღლებაში. 4.2.2 ააიპ ადიგენის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეთა მუსიკის შესწავლა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 5 სახელოვნებო(მუსიკალურ) სკოლაში ამჟამად სწავლობს 110 მოსწავლე, დასაქმებულია 46 პედაგოგი. საერთო კურირებას უწევს ა.ა.ი.პ “ადიგენის მუსიკალური სკოლა“. გარდა მუსიკალური განათლების მიღებისა, მათი მიზანია ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კერძოდ: საშობაო საახალწლო კვირეული, საშობაო კარნავალი და საგაზაფხულო კონცერტები.
ა.ი.პ „კულტურის ცენტრი“ ახორციელებს კონცერტების, სხვა კულტურული ღონისძიებების, სადღესასწაულო შეხვედრების, საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებას. კულტურის ობიექტები, გარდა რაიონული ცენტრისა, მოქმედებს 6 ტერიტორიულ ორგანოში. ადგილზე მოქმედებს ხალხური ნაწარმისა და რეწვის ცენტრი, 2 ქორეოგრაფიული სტუდია. 4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობის ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ასევე გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებს" განსაზღვრული პროექტების დაფინანსებას, გარდა აღნიშნულისა ადიგენის მუნიციპალიტეტი საკუთარი ხარჯებით აფინანსებს მაღალი მთის სოფლების მოსახლეობის ჰელმინთებზე გამოკვლევის და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების პროგრამას. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხორციელდება მრავალი ღონისძიება, კერძოდ:
5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალური ღონისძიებებს, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა, ორსულთა, მშობიარეთა, ჩვილ ბავშვთა ოპერაციების ნაწილობრივი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა ქირურგიული ოპერაციების ღირებულების ნაწილობრივი თანადაფინასება. 5.2.2 სოფელ უდის სათნოების სახლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) სოფელ უდეში მცხოვრები 50-მდე პენსიონერისა და სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცისათვის ფუნქციონირებს სათნოების სახლი, რომელიც ახდენს როგორც ადგილზე მისულთა გამოკვებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში ბინაზე საკვების მიტანასაც. 5.2.3 ომის მონაწილეთა დახმარებები 9 მაისისთვის (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად ცხვრობს 25 დიდი სამამულო ომის მონაწილე, რომელთა პატივსაცემად მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად 9 მაისს მართავს საზეიმო შეხვედრას ამ მოქალაქეებთან, უწყობს მათ სადილს და ასაჩუქრებს თითოეულს 50 ლარის ოდენობით. 5.2.4 ომის მონაწილეთა დაკრძალევის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ,,ვეტერანის“ სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა სარიტუალო თანხის დაფარვაში თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. 5.2.5 ლტოლვილთა და იძლებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს 12 ოჯახი. საახალწლო , სააღდგომო და სხვა რელიგიური თუ ეროვნული დრესასწაულების მათდამი მილოცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხდება ამ ოჯახებზე გარკვეული ფულადი სახსრების გაცემა. 5.2.6 სოფელ არალის უნარშეზღუდულ და მენტალობადაქვეითებულ ბავშვთა საინტეგრაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 06 02 07) ეს პროგრამა მუნიციპალიტეტისათვის ახალია. პროგრამის მიზანია რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მენტალობადაქვეითებულ და უნარშეზღუდულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ჯერჯერობით ასეთი ცენტრი მოქმედებს სოფელ არლში, რომელიც მომსახურებას უწევს 8-დან 10-მდე ასეთ ბავშვს. სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროგრამის მომცველობის გაზრდა. 5.2.7 უკიდურესად გაჭირვებულთა და სოციალურად დაუცველთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირად ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად ზოგიერთი მოქალაქის ოჯახი რჩება სრულიად უსახსროდ და თავშესაფრის გარეშე. ამდენად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უწევს ამ მოქალაქეებს დახმარებას კვების პროდუქტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ტანსაცმლით და უმნიშვნელოდ სამშენებლო მასალებით. 5.2.8 აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დაღუპულია 16 ახალგაზრდა. მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ხდება დღესასწაულებზე ამ ოჯახებისადმი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ადგილზე მისვლით მცირეფასიანი საჩუქრების და ტკბილეულის გადაცემა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები