დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.138.016081 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/01/2013 - 31/01/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის №33 დადგენილება (ვებგვერდი 111222023, 29/12/11, 190020020.35.138.016050). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი თავი I ახალციხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი მუხლი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5 568,1 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 600,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 818,1 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 110,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 491,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 36,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 76,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ახალციხის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
მუხლი 12. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
მუხლი 13. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 105,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10.0 ათასი ლარი; დ. „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის დევნილთა სარიტუალო ხარჯებისათვის 5,0 ათასი ლარი.
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
თავი II ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სახანძრო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ა. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სახანძრო ტექნიკის აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ბ. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქ. ახალციხეში ხორციელდება წვევამდელთა რეგისტრაცია, აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ახალციხეში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ასევე ახალი მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების მიხედვით შესაბამისი საგზაო ნიშნების, გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა. ქალაქის რიგი ქუჩების ორმული შეკეთება .ზამთრის პერიოდში შიდა გზებისა და ქალაქის ქუჩების ჭარბი თოვლისაგან გათავისუფლება. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება ქ. ახალციხისა და ვალის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ბ.ა. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და ახალი სანათი წერტილების მოწყობა. ქალაქის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. ბ.ბ. დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების გარე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 06) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა) ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 04 01) ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას 1030- მდე ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 30 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. ბ) ასევე ფინანსდება სკოლამდელი დაწესებულებების საწვავი შეშით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საბავშო ბაგა-ბაღების საწვავი შეშით უზრუნველყოფა. გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაწესებული გადასახადის 100% შეღავათი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეთა ოჯახების, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპირლს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, იძლებით გადაადგილებული პირების, პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების შვილების, მარჩენალდაკარგული და ობოლი ბავშებისთვის, ოჯახიდან მე-2 ბავშვზე გადასახადის 50%, მესამე და შემდგომი ბავშვის გადასახადის 100%. (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული კატეგორიიების გადასახადის 100% შეღავათი.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა ა.ი.პ. ახალციხის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მას ქონდეს შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალის ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის დაწესებულებების გაერთიანება(ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) პროგრამის ფარგლებში ხდება გაერთიანება აპარატის, ხუთი ბიბლიოთეკის, 4 კულტურის სახლის ფინანსური მხარდაჭერა ბ.ბ) კულტურული ღონისძიებები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება არტ–გენის ფესტივალის მხარდაჭერა და სადღესასწაულო (დედის დღე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, შობა და ახალი წელი) ღონისძიებების მოწყობა. ბ.გ) თეატრები(ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მესხეთის სახელმწიფო თეატრისა და თოჯინების თეატრის ფინანსური მხარდაჭერა რაც გამოიხატება მუნიციპალიტეტის მიერ დაკვეთილი სპექტაკლების დაფინანსებით. ბ.დ) ა.ი.პ. ახალციხის სამუსიკო სკოლა(ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) სუბსიდირების წესით ფინანსირდება ახალციხის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 216 მოსწავლე. ბ.ე) ა.ი.პ. ვალის მუსიკალური სკოლა(ქვეპროგრამის კოდი 05 02 05) სუბსიდირების წესით ფინანსირდება ვალის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 92მოსწავლე. ბ.ვ) ა.ი.პ. აწყურის სამუსიკო სკოლა(ქვეპროგრამის კოდი 05 02 06) სუბსიდირების წესით ფინანსირდება აწყურის სამუსიკო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 71 მოსწავლე. ბ.ზ) ა.ი.პ. ახალციხის სამხატვრო სკოლა(ქვეპროგრამის კოდი 05 02 07) სუბსიდირების წესით ფინანსირდება ახალციხის სამხატვრო სკოლა სადაც ირიცხება და სწავლობს 145 მოსწავლე. ბ.თ) ა.ი.პ. „ახალციხის ციხე” (ქვეპროგრამის კოდი 05 02 08) სუბსიდირების წესით ფინანსირდება რეაბილიტებული კულტურის ობიეტი ახალციხის ძველი უბნის ე.წ. ”ახალციხის ციხე” მოვლა პატრონობა. ბ.ი) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა.ი.პ. სტატუსის მქონე სამუსიკო ,სამხატრო და სასპორტო სკოლებში დაწესებული გადასახადის 100% შეღავათი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ომში მონაწილეთა ოჯახების, ქ.თბილისში1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, იძულებით გადადგილებული პირების,პირველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების შვილების, მარჩენალდაკარგული და ობოლი ბავშვებისათვის. (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებულ კათეგორიების სწავლის გადასახა დიდან მოსწავლეთა გათავისუფლება. ასევე მუსიკალური სკოლების 4-5-6- კლასის მოსწავლეთა გადასახადის 40% შეღავათი. ბ.კ) ა.ი.პ. კულტურის დარგის გაერთიანების,სამუსიკო სკოლების,სამხატვრო სკოლისა და სასპორტო სკოლის საწვავი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა(პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელოვნებო სკოლებისა და სასპორტო სკოლის საწვავი შეშით უზრუნველყოფა. გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით ბ.ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსინათლოთა დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უსინათლოთა ერთჯერადი კომუნალური გადასახადების დაფინანსება (დენისა და საყოფაცხოვრები ნარჩენების გატანის გადასახადების). ბ.გ) 9 მაისის დღესთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარება ომის ვეტერანებზე (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამა ითვალისწინებს გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიების ფინანსურ მხარდაჭერას კერძოდ ვეტერანთა ერთჯერად დახმარებას ბ.დ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 170 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. ბ.ე) სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა ბ.ვ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა სადღესასწაულო ნობათით უზრუნველყოფას(საახალწლო აღდგომის)
ბ.ზ) ქ.ახალციხეში წრიული მარშრუტის მგზავრთა გადაყვანის საფასურის 50%-იანი შეღავათის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამა ითვალისწინებს ქ.ახალციხის შიდა საქალაქო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის 50% შეღავათს.
ბ.თ) უნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების 100 ლარიანი ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე(პროგრამული კოდი 06 02 09) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების 100 ლარიანი დახმარება ყოველ ახალშობილზე ერთჯერადად. ბ.ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების გეგმიური მშობიარობის ხარჯების 50% თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გეგმიური მშობიარობის ხარჯების 50%. ბ.კ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯები(პროგრამული კოდი 06 02 12) (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ.ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გეგმიური საოპერაციო (50% არაუმეტეს 1000 ლარისა) და სასწრაფო საოპერაციო (50% არაუმეტეს 2000 ლარისა) ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 13) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გეგმიური საოპერაციო ხარჯების 50% თანადაფინანსებას არაუმეტეს 1000 ლარისა და სასწფაფო საოპერაციო ხარჯების 50% თანადაფინანსებას არაუმეტეს 2000 ლარისა.
მუხლი 17. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები