დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.114.016147 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2012 - 28/03/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი. (თავი I. მუხლი1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება. (თავი I. მუხლი 2). |
| მუხლი 3 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 3444,7 ათასი ლარის ოდენობით. (თავი I. მუხლი 3). |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახადები. (თავი I. მუხლი 4). |
| მუხლი 5 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები 2650,1 ათასი ლარით.(თავი I. მუხლი 5). |
| მუხლი 6 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 535,6 ათასი ლარით.(თავი I. მუხლი 6). |
| მუხლი 7 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები 3437,5 ათასი ლარით.(თავი I. მუხლი 7). |
| მუხლი 8 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება (თავიI. მუხლი 8). |
| მუხლი 9 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია. (თავი I. მუხლი 9). |
| მუხლი 10 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 12,0 ათასი ლარის ოდენობით (თავიI. მუხლი 10). |
| მუხლი 11 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 30,0 ათასი ლარის ოდენობით. ( თავი I. მუხლი 11). |
| მუხლი 12 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი ტრანსფერი 175,0 ათასი ლარის ოდენობით ( თავი I. მუხლი 12). |
| მუხლი 13 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 3463,0 ათასი ლარის ოდენობით (თავი II.მუხლი 15). |
| მუხლი 14 |
დაევალოს იურიდიული პირებს და საბიუჯეტო დაწესებულებებს მიიღონ საჭირო ზომები ბიუჯეტის შემოსავლების აუცილებელი შესრულებისა და ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ ხარჯვის უზრუნველსაყოფად. |
| მუხლი 15 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 20 დეკემბრის №65 დადგენილება ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”. |
| მუხლი 16 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
დამტკიცებულია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის N52 დადგენილებით |
თავი I
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3444,7 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2650,1 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 535,6 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3437,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
, |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 25,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 6,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -12.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 30,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 12.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 63,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 98,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათასი ლარი; დ) ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 10,0 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 13.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის კომუნალური პირობების გაუმჯობესება. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სამხედრო სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა. |
2.
. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაბა ჩოხატაურის დასასვენებელი პარკის და სკვერის კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში დიდთოვლიანობის შემთხვევაში განხორციელდება ჭარბი თოვლის საფარისაგან განთავისუფლება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, მოხდება მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოხდება სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოები. 2.2.1 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლიაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) მოხდება მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 2.2.2 კომუნალური სამსახური ,,სხივი“ (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, კომუნალური სამსახური ,,სხივი“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას და ნარჩენების გატანას, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციას, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა უბნებში განათების ახალი წერტილების მოწყობას. არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, დაბის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. ქვეპროგრამის ფარგლებში ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით მოეწყობა სცენა, ჩატარდება გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება და კარგი საახალწლო განწყობის შექმნა, მოეწყობა საახალწლო ნაძვის ხე. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) სადღესასწაულო დღეებისათვის დაბის ქუჩების გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების და მიწის ფართების რეალიზაციისათვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სარეალიზაციო ობიექტების ტექნიკური პასპორტების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება. 2.3.1 შენობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებების გამოქვეყნების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 01) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების და მიწის ფართების რეალიზაციისათვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, ქვეპროგრამის ფარგლებშიც ხორციელდება სარეალიზაციო ობიექტების ტექნიკური პასპორტების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება. 2.3.2 საახალწლო ღონისძიებების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით მოეწყობა სცენა, საახალწლო ნაძვის ხე, ჩატარდება გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება და კარგი საახალწლო განწყობის შექმნა. 2.4 გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტო (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება პროექტები გურიის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, მოხდება თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან, ჩატარდება ანალიტიკური კვლევები რეგიონის განვითარების დინამიკასა და პერსპექტივებთან დაკავშირებით, მოეწყობა გამოკითხვები დემოგრაფიულ და სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე. მოხდება რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი, ინვესტიციების მოზიდვა და სხვა ღონისძიებები. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა , ახალი ბაღის გახსნა. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. გაიხსნება საბავშვო ბაღი სოფელ შუაამაღლებაში. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 13 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 400 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი და ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფრო გააქტიურებას, სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებას და სხვა ღონისძიებების მოწყობას. პროგრამის ფარგლებში მოხდება ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება. დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, იფუნქციონირებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული წრეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.2.1 ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წრეები, განხორციელდება შემდეგი პროექტები: ,,ლიდერთა კლუბი“, ,,პატარა ვარსკვლავები“, ინტელექტუალთა კვირეული - ,,ნაბიჯი ეტალონისაკენ“, მოეწყობა მხატვრული კითხვის კონკურსი , საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება - ,,ჩვენ ერთად ვართ მთავარია“ და სხვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.2.2 განათლების სისტემის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებას და სხვა ღონისძიებების მოწყობას. |
4.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
(პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4,1,1,სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგემილია არსებული სკოლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ძიუდოს, ფეხბურთის, მძლეოსნობის, ბერძნულ-რომაული, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის, ბალახის ჰოკეის, კალათბურთის, ფრენბურთის სპორტულ წრეებს. სასპორტო სკოლაში ფუნქციონისრებს 9 სპორტული სახეობის 12 სექცია, სადაც გაერთიანებულია 260 მოსწავლე სპორტსმენი. ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა ,,იმედო დუნდუას“, ,,ანდრო ჟორდანიას“ და ,,ანზორ კვაჭაძის“ სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში გურია-აჭარის ზონაში, დაფინანსდება რაგბის და ბალახის ჰოკეის გუნდები, სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატებში ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ, ძიუდოს, ფრენბურთის, კალათბურთისა და ბალახის ჰოკეის გუნდებს შორის. სასპორტო სკოლის რაგბის გუნდი მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალში, სადაც მონაწილეობს 12 სარაგბო სკოლა და გუნდი. 4.1.2 სპორტის განვითარების ცენტრი (პროგრამის კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტის განვითარების ცენტრი, რომელიც ემსახურება მომავალი თაობების პროფესიონალსპორტსმენებად ჩამოყალიბებას,მოეწყობა შეჯიბრებები ლელობურთში, ქართულ ჭიდაობაში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდში, დოღში, ფუტზალში, მაგიდის ჩოგბურთში, ბილიარდში, შაშში, ბაზიერთა კლუბის მიერ მოეწყობა რაიონის ჩემპიონატი, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში ბაზიართა შორის, მოხდება ცენტრალური სტადიონის სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია. ყველა ხარჯს აფინანსებს სპორტის განვითარების ცენტრი. 4.1.3 საფეხბურთო კლუბი ,,ბახმარო-2009” (პროგრამის კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საფეხბურთო კლუბი ,,ბახმარო-2009” რომელიც აერთიანებს 23 სპორტსმენს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში. ამჟამად გუნდი იმყოფება მე-3 ადგილზე და გუნდის ამოცანაა 2013 წელში საქართველოს ჩემპიონატის 1-ლ ლიგაში გადასვალა. 4,2, კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.2.1 კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი რომელიც აერთიანებს ანსამბლებს: ,,გურია“ -ს, ,,ნართი“-ს, ,,კრიმანჭულ“-ს, მანდილ“-ს, საესტრადო ჯგუფებს, მგალობელთა ჯგუფს, ცეკვის ანსამბლებს, თეატრალურ დასს. კულტურის ცენტრის თანამშრომელთა ძალებით ხდება ხალხური რეწვის, ფოლკლორის მოძიება და დამუშავება და მაყურებელთათვის მიწოდება. ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა საშობაო დღესასწაული, ასევე ღონისძიებები ,,კალანდა, “ ,,ჩვენ გაზაფხულზე გეპატიჟებით,’’ომის ვეტერანებთან შეხვედრა, საესტრადო სიმღერების კონკურსი, დაიდგმება სპექტაკლები, მოეწყობა ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო, ახალგაზრდული საღამოები და სხვა კულტურული ღონისძიებები; 4.2.2 ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ქსელი რომელიც მოიცავს 15 ბიბლიოთეკას. განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საახალწლო კარნავალი ხიდისთავისა და ბუკისციხის ბიბლიოთეკაში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საჭამიასერის ბიბლიოთეკაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერკეთის ბიბლიოთეკაში, ლიტერატურული საღამო სოფელ ქვენობანში, პოეზიის საღამო ამაღლების ბიბლიოთეკაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფელ დაბლაციხეში. მოხდება ახლად მიღებული წიგნების მკითხველთათვის მიწოდება, მეთოდური დახმარებები გაეწევა ახლად გახსნილ ბიბლიოთეკებს. 4.2.3 . მუზეუმები (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება მუზეუმები. მათ შორის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება, მხარეთმცოდნეობის, ნოდარ დუმბაძის, ნიკო მარის და მოსე გოგიბერიძის სახელობის მუზეუმები; განხორციელდება ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის კეთილმოწყობა. მოხდება მოძველებული სტენდების ჩანაცვლება თანამედროვე ტიპის საგამოფენო ვიტრინებით, არსებული ფოტოსურათების ჩარჩოებში ჩასმა, საუკუნის მშენებლობის ბახმაროს აღდგენა-რესტავრირების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალის შეგროვება. ნ. ბერძენიშვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში მარტივი ტიპის გურული სამზადის დადგმა შესაბამისი ატრიბუტებით: ტაბლა, სამფეხა სკამი, თუნგი და ა.შ. ნ. ბერძენიშვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის 55 წლის აღსანიშნავი ბუკლეტის გამოცემა. მოეწყობა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერეციები და ღონისძიებები. 4.2.4 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამხატვრო სკოლა, სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 100-მდე ბავშვი. სამხატვრო სკოლის მიზანია მოსწავლეებს შეასწავლოს ფერწერა, თექასთან, კერამიკასთან და ტიხრულ მინანქართან მუშაობა. ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. სამხატვრო სკოლა ატარებს როგორც რაიონულ ასევე რეგიონალურ და საქალაქო და საერთაშორისო გამოფენებს.სკოლაში ისწავლება ხელოვნების დარგი თექა, ფუნქციონირებს კერამიკის საამქრო, ნამუშევრები იგზავნება ბელორუსიაში,ეგვიპტეში, პოლონეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში; სახელოვნებო სკოლა მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ, საქალაქო და საერთაშორისო გამოფენებში, მოეწყობა გამოფენები დამეგობრებულ სკოლებთან. 4.2.5 სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება აღნიშნული სკოლა, სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 150 მოსწავლე , სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 15 ლარს თვეში. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი, ოფისის და სხვა ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. მოეწყობა ღია კონცერტი მიძღვნილი დედის დღისადმი, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ,,გზა პარნასისკენ“, მოეწყობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღია კონცერტი, ბაშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, საახალწლო კონცერტები და ასევე სხვა ღონისძიებები, ჩატარდება საფორტეპიანო-საკლასო კონცერტების კვირეული, სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდება საანგარიშო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე. ასევე ჩატარდება სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებები. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების პატრიოტთა ბანაკებში მგზავრობის ხარჯები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, დასვენება გამაჯანსაღებელ ბანაკებში, სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება და სვა ღონისძიებები; 4.4 რელიგია (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ნაწილობრივ დაფინანსდება ეკლესიასთან არსებული უპოვართა კვების ხარჯი; |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კერძოდ:
5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით. პროგრამა ითვალისწინებს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველპირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დევნილთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები:
5.2.1 18-დან 60 წლამდე ასაკის შეჭირვებული პირების, რომლებიც არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება, მკვეთრად გამოხატული შ.შ.მ. პირების სტაციონარულ მომსახურებაზე დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18-დან 60-წლამდე ასაკის იმ პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას, მაგრამ არ ექვემდებარეობიან სახელმწიფო პროგრანმით დაფინანსებას და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდე (40%-იანი დაფინანსება არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (სამედიცინო სტაციონალური მომსახურეობა 3000 (სამიათასი) ლარს ზევით, უბედური შემთხვევა, არა აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა), მედიკამენტების შესაძენი თანხა არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა შესაბამის სააფთიაქო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით; მკვეთრად გამოხატული შ.შ.მ პირებს დახმარება გაეწევათ სარეიტინგო ქულის გარეშე, დარჩენილი 20% -ის დაფინანსება სრულად, არაუმეტეს 300(სამასი) ლარისა; 5.2.2 მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მშობიარეთა 50%-იან თანადაფინანსებას, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა. დაფინანსდებიან მშობიარენი, რომლებთაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდე, ან რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა და მშობიარობის მომენტში არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით. 5.2.3 მრავალშვილიანი(4 და მეტ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) დაფინანსებას, რომელთა ოჯახებს მინიჭიბული აქვთ სარეიტინგო ქულა 10 000-ს ქვევით, 57 001-დან 100 000-მდე. დახმარება გაიცემა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით. სულ რეგისტრირებულია 19 ოჯახი და 79 ბავშვი. 5.2.4 უხუცეს დღეგრძელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს უხუცეს დღეგრძელთა დახმარებას, თითოეულზე ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი წლის განმავლობაში (5 უხუცესი). 5.2.5. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამით დაფინანსდება დედ-მამით ობოლი ბავშვები (2 ბავშვი). თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ბავშვი. 5.2.6 სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მსახურეობა (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამით დახმარება გაეწევა სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სარიტუალო მომსახურეობისათვის. თითოეულ გარდაცვლილზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარი. თანხა გადაერიცხება გარდაცვლილის ოჯახის წევრს (ოჯახის წევრად ჩაითვლება: მშობელი, შვილი, მეუღლე, და ძმა, ბებია, ბაბუა, კანონიერი მეურვე). 5.2.7 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეძლევა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის აგრესიის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი. სულ მუნიციპალიტეტში 13 (ცამეტი) ასეთი ოჯახია რეგისტრირებული. 5.2. 8 მარტოხელა, უპატრონო პირთა სარიტუალო მომსახურების ხარჯი(პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი, დახმარება გაიცემა უპატრონო მიცვალებულებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მემკვიდრე (დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, შვილიშვილი და გერი) თანხა ჩაერიცხება სარიტუალო მომსახურეობის გამღებ პირს 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 5.2.9.ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის შეძენის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 09) დახმარება გაიცემა ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე, მარტოხელა, შრომის უუნარო პენსიონერებზე, თითოეულზე 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით. 5.2.10 სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე საცხოვრებელ და ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება, გადაუდებელ შემთხვევაში ბინის შესყიდვის ან დაქირავების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 10) (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამით გათვალიწინებულია დახმარება გაეწიოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელ და ეკონომიურ პირობებში მყოფ ოჯახებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში მოხდება ბინის შეძენა ან დაქირავება. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მინიმუმ 100 (ასი) ლარი. 5.2.11 ონკოლოგიურ დაავადებულთა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სამედიცინო სტაციონალური მომსახურება; (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამით გათვალიწინებულია ონკოლოგიურ დაავადებულთა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სამედიცინო სტაციონალური მომსახურება, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის მედიკამენტების შეძენაზე დახმარება (არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა. მედიკამენტების შესაძენი9 თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარი). 5.2.12 ლტოლვილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამით დახმარება ეძლევა სამაჩაბლოდან და აფხაზეიდან დევნილ ოჯახებს ზამთრისათვის სათბობის შეძენაზე 180 (ასოთხმოცი) ლარი, სხვა აუცილებლობიდან გამომდინარე არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა, დაკრძალვის ხარჯი ერთჯერადად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 43 (ორმოცდასამი) ოჯახია რეგისტრირებული. 5.2.13 ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბავშვის დაფინანსება, რომლებიც არიან ფენილკეტონურიით დავადებული (თითოეულ ბავშვზე თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარი). 5.2.14 ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისადმი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამით დახმარება ეძლევა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ქვრივებს. თითოეულ ვეტერანსა და ომში დაღუპულთა ქვრივზე ერთჯერადად 100 (ასი) ლარი (9 მაისის მემორიალისა და საფლავების შემკობისათვის გვირგვინის შეძენად). 5.2.15 0-დან 5 წლამდე და 5-დან 18 წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვების გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება. 0-დან 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ ბავშვების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 0 დან 5-წლამდე და 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე დახმარებას, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით და სამედიცინო პოლისით. 0-დან 18-წლამდე ასაკის შ.შ.მ ბავშვების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება. 0-დან 5-წლამდე და 5-დან 18-წლამდე ბავშვების ყელ-ყურ-ცხვირის პროფილის დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება; 5-დან 18-წლამდე ბავშვების 50%-იან თანადაფდინასება, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა. თანადაფინანსება გაეწევა შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდე ან რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა, მაგრამ არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით. დახმარება გაიცემა სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფორმა N100-ის, ანგარიშფაქტურის და სარეიტინგო ქულის საფუძველზე, ხოლო 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 0-დან 18-წლამდე ასაკის შ.შ.მ ბავშვებისათვის დარჩენილი 20%-ის დაფინანსება სრულად, არაუმეტეს 400 ლარისა; 5.2.16 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება რომლებიც გადიან დიალეზის კურსს (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა ტრანსპორტირების ხარჯებს (8 პირი). |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით. |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები