დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.152.016106 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №37 დადგენილების (სსმ, 30/12/2011. 190020020.35.152.016064) 1–41 მუხლები დანართებით (№1, №2, №3, №4, №5) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 10890,3 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №1) მათ შორის: 1. გადასახადები – 1798,2 ათასი ლარი; 2. სხვა შემოსავლები – 427,4 ათასი ლარი; 3. გრანტები – 8609,7 ათასი ლარი, მათ შორის: ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 1801,7 ათასი ლარი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 105,0 ათასი ლარი. გ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრები – 4516,3 ათასი ლარი; დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 1258,1 ათასი ლარი; ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები – 900,0 ათასი ლარი. ვ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები – 16,0 ათასი ლარი. ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნის მთავრობიდან მიღებული გრანტები – 12,6 ათასი ლარი. 4. არაფინანსური აქტივების კლება – 55,0 ათასი ლარი. მუხლი 2 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 12606,7 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №2) მათ შორის: 1. წარმომადგენლობითი ორგანო – 292,4 ათასი ლარი; 2. აღმასრულებელი ორგანო – 1141,4 ათასი ლარი; 3. სარეზერვო ფონდი – 87,5 ათასი ლარი; 4. საბანკო მომსახურების ხარჯი – 5,5 ათასი ლარი; 5. აუდიტორული მომსახურების ხარჯი – 9,3 ათასი ლარი; 6. საქართველოს ეროვნული არქივის ადგილობრივი ორგანოების საარქივო დოკუმენტაციის შენახვის და დამუშავების ხარჯები – 7,8 ათასი ლარი; 7. შესყიდვებთან (ტენდერი, აუქციონი და ა.შ) დაკავშირებული ხარჯები – 10,0 ათასი ლარი; 8. კომპიუტერული და მონაცემთა ბაზის დამუშავებისა და მომსახურების ხარჯები – 1,5 ათასი ლარი; 9. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯები – 8,5 ათასი ლარი; 10. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა – 401,7 ათასი ლარი; 11. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მომსახურების ხარჯი – 12,0 ათასი ლარი; 12. საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო დაცვის სამსახური – 143,5 ათასი ლარი; 13.შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება – 35,6 ათასი ლარი; 14. თავდაცვის ღონისძიებები – 54,6 ათასი ლარი; 15. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 8594,5 ათასი ლარი; 16. საგანმანათლებლო ღონისძიებები – 668,5 ათასი ლარი; 17. სპორტული და კულტურული ღონისძიებები – 589,7 ათასი ლარი; 18. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები – 542,7 ათასი ლარი. მუხლი 3 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 12427,6 ათასი ლარის ოდენობით (დანართი №3). მუხლი 4 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები ნაშთის ცვლილება (დანართი №4). მუხლი 41 დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი (დანართი №5)". |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
|
დანართი №3
|
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,
გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები