დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120090000.05.001.016882 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
მუხლი 1
1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2013 წელს: არა უმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არა უმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა. 2. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე. მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.05.001.016523). მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 18 დეკემბერი 2012 წ. N101-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები