დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 26/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016129 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №143 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 22.12.2011. 190020020.35123.016095/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ მე-6 მუხლში რიცხვი „43152,7“ შეიცვალოს რიცხვით „43148.2“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ მე-7 მუხლში რიცხვი „23898,9“ შეიცვალოს რიცხვით „23903.4“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 4. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. დადგენილებით დამტკიცებულ №3-1 დანართში (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ეკონომიკური საქმიანობის პროგრამები) შეიცვალოს უცხოური ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეწყობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პროგრამა და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 6. დადგენილებით დამტკიცებულ №3-3 დანართში (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროს პროგრამები) შეიცვალოს საახალწლოდ ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამები და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით. 7. დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 8. დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 26 დეკემბრიდან. |
|
დანართი №1
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ბალანსი
(ათას ლარებში) |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის გადასახდელები
ათას ლარებში |
დანართი № 3-1 1. პროგრამის დასახელება: უცხოური ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეწყობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პროგრამა 2. განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 59 600 (ორმოცდაცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი 5. პროგრამის მიზნები: მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება და დახმარება; უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქალაქ ქუთაისში, ხელშეწყობა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება; საგამოფენო სტენდებისა და ინვენტარის დამზადება; ქალაქ ქუთაისში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებისა და მათ მიერ ნაწარმოები საკვები პროდუქტების უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორებისათვის წარდგენა; დაძმობილებული ქალაქების ბიზნეს–სექტორისათვის ქალაქ ქუთაისის ეკონომიკური და სამრეწველო შესაძლებლობების დემონსტრირება; ადგილობრივი სამრეწველო პროდუქციის გამოფენა–გაყიდვის მოწყობა; ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა–გაყიდვის მოწყობა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები:
7. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქ ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ კერძო თუ იურიდიულ პირებს სერიოზული პრობლემები აქვთ, როგორც შიგა საწარმოო, ასევე, უცხოურ პარტნიორებთან ურთიერთობის სფეროში. შესაბამისად, მათი მუშაობის დაბალეფექტურობის ერთ-ერთ საფუძველს აღნიშნული პრობლემა წარმოადგენს. ამ პროგრამით, დახმარება გაეწევათ ადგილობრივ ბიზნესმენებს საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად, მიეცემათ რეკომენდაციები ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქებთან, რათა შესაძლებელი გახდეს მეტი საქონელი გაიტანონ ექსპორტზე და განავითარონ საკუთარი ბიზნესი რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ბიზნესის განვითარებას და პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს ქალაქის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე. 8. შეფასების კრიტერიუმები: სამუშაო ადგილების რაოდენობის მატება; ქუთაისის ბიზნეს–სექტორისათვის ახალ პარტნიორებთან ურთიერთობა; ქუთაისის პროდუქციის ექსპორტის ზრდა; გაზრდილი ბიზნეს–კონტაქტების მაჩვენებელი; ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მაჩვენებელი; ბიზნეს სექტორისათვის გაფართოებული სამოქმედო არეალი; ბიოპროდუქციის წარმოებაში დასაქმებულთა წილის გაზრდა. 9. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახური დანართი № 3-3 1. პროგრამის დასახელება: საახალწლოდ ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 1 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 151 100 (ასორმოცდათერთმეტიათასასი) ლარი 5. პროგრამის მიზანი: ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო, სადღესასწაულო განწყობილების შექმნა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ბაღები და სკვერები საახალწლოდ მორთული იქნება სხვადასხვა მანათობლებითა და ციმციმებით. 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქის საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი, შენახვა–დასაწყობება და განმეორებით მონტაჟის ხარჯები – 151 100 ლარი; 8. მოსალოდნელი შედეგი: მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმებული ქალაქი, მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრების საზეიმო განწყობა. 9. შეფასების კრიტერიუმები: საახალწლოდ ქალაქის ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესებით მოსახლეობის კეთილგანწყობა. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დანართი № 3-3 1. პროგრამის დასახელება: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების პროგრამა 2. პროგრამის განხორციელების ვადები: 01 იანვარი 2012 წელი – 31 დეკემბერი 2012 წელი 3. პროგრამის დაფინანსების წყარო: ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი 4. პროგრამის ბიუჯეტი: 242500 (ორასორმოცდაორიათასხუთასი)ლარი. 5. პროგრამის მიზანი: პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო ობიექტების ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების ხარისხიანი და განსაზღვრულ დროში წარმოდგენა. 6. განსახორციელებელი ღონისძიებები: შესაბამისი სამსახურიდან საპროექტო დავალებებისა და საპროექტო სიმძლავრეების მიწოდების უზრუნველყოფა; საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. საპროექტო ობიექტების ნუსხა დანართს თან ერთვის /ცხრილი / 7. პროგრამის ხარჯთაღრიცხვა: ქალაქში არსებული შესაკეთებელი ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტების (მათ შორის: შენობები, ქუჩები, გარეგანათება, ბაღები, სკვერები, შადრევნები, ფასადები, სახურავები და გარე კეთილმოწყობის სხვადასხვა ობიექტები) ხარჯები - 242 500 ლარი. 8. მოსალოდნელი შედეგი: შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტები წარმოადგენს სატენდერო პირობების შექმნისა და ტენდერების ჩატარების უზრუნველყოფის საფუძველს. 9. შეფასების კრიტერიუმები: წარმოდგენილ ტექნიკურ ნახაზებსა და ხარჯთაღრიცხვებზე ექსპერტთა შეფასება. 10. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და
არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დანართი №5
|
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება
(ათას ლარებში) |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები