დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1159 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/04/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 13/04/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.110.020.05.001.003.502 |
საქართველოს კანონი
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართში („სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალი, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალის 198-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„198. ტაკიძეები (დანდალოს თემი), ტაკიძეები (ჭვანის თემი), ტომაშეთი, ქედა, ქვედა ჩხუტანეთი, ქედქედი, ქვემო თხილვანა, ღორჯომელაძეები, ღორჯომი, ყინჩაური, ყიშლა, შუშანეთი, შურმული, ჩეტკიძეები, ცხემლნარა, ძაბლავეთი, ჭერი, ჯვარიეთი, ქედის რაიონის სოფელი ნამონასტრევი, შუახევის რაიონის სოფელი წაბლანა და დაბა შუახევი.“.
2. თეთრიწყაროს რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. დუმანისი.“.
3. ლენტეხის რაიონის სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალის:
ა) 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. ნაღომარი“;
ბ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„49. წანაში“;
გ) 57-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე პუნქტი:
„58. დაბა ლენტეხი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 7 აპრილი.
№1159–Iს
დოკუმენტის კომენტარები