,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016103
35
26/12/2012
ვებგვერდი, 28/12/2012
010250020.35.169.016103
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                                

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2012 წლის 26 დეკემბერი

ქ.დედოფლისწყარო

 

,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ს:

მუხლი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

            „მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება

1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს დედოფლისწყაროს    მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ დებულების შესაბამისად.

            2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:

 ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

     ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

     გ) ინფორმაციის განთავსებას;

     დ) ვებგვერდზე  შემოსული წინადადებების,  წერილების სისტემატიზაციას და გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის უფროსისათვის გადაცემას;

      ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლისაგან უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა“.

2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას.

2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში  განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი