„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.137.016069
33
26/12/2012
ვებგვერდი, 31/12/2012
330090020.35.137.016069
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2012 წლის 26 დეკემბერი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის; „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და  ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტო №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №31 დადგენილების; „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა  და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №32 დადგენილების; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე ქუჩებისა და მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 6 მარტის12  დადგენილებით (სსმ, 13.03.2012) დამტკიცებულ დანართში  შევიდეს შემდეგი ცვლილება: 

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქუჩებისა და მოედნების სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული ქუჩის ან/და მოედნის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.“.

ბ) მე-10  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქუჩის ნუმერაციასთან დაკავშირებით საკრებულოში გამგეობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს შეისწავლის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, გამგეობის  კომისიის დასკვნის გათვალისწინებით ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქუჩის ნუმერაციის (არსებული ნომრის შეცვლის ან ახალი ობიექტისათვის ნომრის მინიჭების) შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.“.

გ) მე-11  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქუჩის ნუმერაციის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის (ნომრის შეცვლაზე ან ახალი ნომრის მინიჭებაზე უარის თქმის) შესახებ  განმცხადებელს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.

2. საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქუჩის ნუმერაციის საკითხს საკრებულო დადებითად წყვეტს თავისი განკარგულებით. განკარგულების დამოწმებული ასლი დადგენილი წესით მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში ოფიციალურად ეცნობება (გადაეცემა) განმცხადებელს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ენდელაძე