„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტო №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტო №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.137.016067
31
26/12/2012
ვებგვერდი, 31/12/2012
010250000.35.137.016067
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტო №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                              

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2012 წლის 26 დეკემბერი

დ. ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტო № 15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის;  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და  ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისის დებულების დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს №15 დადგენილებით (სსმ V, №12, 16.08.2010.) დამტკიცებულ დანართში  შევიდეს შემდეგი ცვლილება: 

           

ა)  მე-2 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

 

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ;

ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ;

გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ;

დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენის შესახებ;

ზ) ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარების პროგრამების პროექტების დამტკიცების შესახებ;

თ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის წესების დადგენის შესახებ;

ი)  ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:

 

    4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

  ა) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

  ბ) ბუნებრივი რესურსების საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

 

გ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ენდელაძე