დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი-სარფ“ და „კარწახი-ჩილდირ/აკტაშ“ და „ახალციხე–პოსოფი/თურქგოზუ“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18/158 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/10/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 12/12/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016166 |
|
შეთანხება „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი-სარფ“ და „კარწახი-ჩილდირ/აკტაშ“ და „ახალციხე-პოსოფი/თურქგოზუ“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“
|
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი;
როგორც 1994 წლის 13 იანვრის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების მონაწილე ხელშემკვრელი მხარეები; ითვალისწინებენ რა 2010 წლის 11 ივნისს სტამბოლში ხელმოწერილ „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმს;
ითვალისწინებენ რა თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპებს;
მიზნად ისახავენ რა საზღვრის გადაკვეთისა და საბაჟო პროცედურების ხელშეწყობას დუბლირების თავიდან არიდების მეშვეობით;
სურთ რა „სარფი - სარფ”, „კარწახი – ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების განხორციელება;
მიაღწიეს ურთიერთშეთანხმებას შემდეგზე: |
შეთანხმების მიზანი და სფერო
1 მუხლი ხელშემკვრელმა მხარეებმა ამ შეთანხმების დებულებების თანახმად უნდა უზრუნველყონ „სარფი - სარფ”, „კარწახი – ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ერთობლივი მომსახურების განხორციელება მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების ხელშეწყობის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.
განსაზღვრებები
2 მუხლი – ამ შეთანხმების თანახმად:
საბაჟო გამშვებ პუნქტებს შორის პროცედურების მართვის პრინციპები
3 მუხლი (1) მგზავრის, საავტომობილო ტრანსპორტისა და საქონლის შესახებ დეკლარაციები ივსება მხოლოდ გასვლის ქვეყანაში, ხოლო შესვლის ქვეყანა ამ დეკლარაციას იღებს საფუძვლად.
(2) დეკლარაციის შემოწმებასა და სისწორის დადასტურებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურა ხორციელდება მხოლოდ შესვლის ქვეყნაში. შესვლის ქვეყანა იტოვებს უფლებას განახორციელოს საქონელთან მიმართებით შესწავლა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, რეგულაციებისა და მე-4 მუხლით გათვალისწინებული ოქმების შესაბამისად.
(3) გასვლის ქვეყნის სასაზღვრო საბაჟო პუნქტში წარდგენილი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ელექტრონულად იგზავნება შესვლის ქვეყანაში, სადაც დასტურდება მისი ავთენტიკურობა.
(4) გასვლის ქვეყანა ახორციელებს მხოლოდ იმ ტვირთებისა და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო შემოწმებას, რომლის მიმართ არსებობს დენონსირება ან საფუძვლიანი ეჭვი. გასვლის ქვეყანაში შემოწმება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
(5) ხელშემკვრელი მხარეები უნდა მოერიდონ იდენტური საბაჟო პროცედურების დუბლირებას.
(6) შეთანხმების მიზნებისა და სფეროდან გამომდინარე, ხელშემკვრელმა მხარეებმა არ უნდა განახორციელონ ამ შეთანხმებაში აღნიშნულ დებულებებთან შეუთავსებელი ცალმხრივი ოფიციალური პროცედურები.
(7) საქონლისა და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ გასვლის ქვეყანაში შესრულებული პროცედურები შესვლის ქვეყანაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც დაუსრულებელი შემდეგ შემთხვევებში.
ზემოაღნიშნულ სამ შემთხვევაში საქონელი ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება ბრუნდება გასვლის ქვეყანაში, თუ ეს ფაქტი არ შეიცავს შესვლის ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულის ნიშნებს ან სამართალდარღვევას.
ზემოაღნიშნულ სამ შემთხვევაში შესვლის ქვეყანას გააჩნია უფლება ნება დართოს ქვეყანაში საქონლისა და საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების შეტანაზე სამართალდარღვევის აღკვეთის შემდეგ, ან დააბრუნოს ისინი გასვლის ქვეყანაში ამასთან ორივე შემთხვევაში შესვლის ქვეყანა ატყობინებს გასვლის ქვეყანას.
(8) შესვლის ქვეყანას უნდა გააჩნდეს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთის რადიოაქტიური (რენტგენის, გამა გამოსხივების, სხვა შესაბამისი ტექნოლოგია) ინსპექტირების სისტემა, რომელიც, ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მიზანშეწონილია საბაჟო პროცედურების განსახორციელებლად.
(9) მხოლოდ ეპიდემიის რისკის და ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ახორციელებენ ხელშემკვრელი მხარეები სადეზინფექციო პროცედურებს მცენარეული ტვირთის, ცოცხალი ცხოველების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების გადამზიდი კომერციული სახმელეთო საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, მაგრამ არ გამოიყენება იმ სახმელეთო საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომელიც გამოიყენება ადამიანების გადასაყვანად და სხვა ნებისმიერი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებზე.
(10) ფიტოსანიტარიული, სანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი ხორციელდება ორივე ხელშემკვრელ მხარეში მოქმედი იმ საერთაშორისო შეთანხმებებისა და შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად.
(11) მონაცემთა ბაზაში საპასპორტო ინფორმაციის შეყვანას ახდენს გასვლის ქვეყანა, რომელიც ელექტრონულად ეგზავნება შესვლის ქვეყანას, ამასთან თითოეული ხელშემკვრელი მხარე ახორციელებს საკუთარ კონტროლს.
(12) მგზავრები, რომელთაც არა აქვთ უფლება ან აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა, ბრუნდებიან გასვლის ქვეყანაში.
(13) მგზავრები, რომელთაც უარი ეთქვათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ან მგზავრები, რომლებმაც არ დაასრულეს ვიზის მიღების მოთხოვნების შესაბამისად ვიზის მიღების პროცედურები, ბრუნდებიან გასვლის ქვეყანაში.
(14) თუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელშემკვრელ სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, მგზავრი, რომელიც საზღვარს კვეთს გაყალბებული საბუთებით ან შესვლის ქვყანაში წარადგენს განსხვავებულ დოკუმენტაციას, ბრუნდება შესვლის ქვეყანაში.
ხელშემკვრელ მხარეთა ვალდებულებები
4 მუხლი – (1) სასოფლო-სამეურნეო სასაქონლო პარტიის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების თაობაზე მონაცემები და დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იქნეს ამ სფეროში ხელშემკვრელ მხარეთა შორის ძალაში შესული ურთიერთგაგების მემორანდუმების შესაბამისად.
(2) ამ შეთანხმების ფარგლებში ფორმდება ქვემოთ მითითებული ოქმები, აგრეთვე სხვა ოქმები, რომლებიც შეიძლება დაიდოს მომავალში აუცილებლობიდან გამომდინარე, ასევე შესაბამისი დამატებები, რომლებიც უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში ამ შეთანხმებასთან, და განხილული უნდა იქნეს როგორც ამ შეთანხმების ნაწილი:
(3) შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები:
ერთობლივი კომიტეტი
5 მუხლი – (1) შეთანხმების სათანადოდ განხორციელების მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები ქმნიან ერთობლივ კომიტეტს მე-2 მუხლის (c) პუნქტში აღნიშნულ ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ურთიერთკოორდინაციით.
(2) ერთობლივი კომიტეტი იკრიბება მორიგეობით, ხელშემკვრელ მხარეთა ქვეყნებში, არანაკლებ ერთხელ წელიწადში ან აუცილებლობის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში.
(3) ერთობლივი კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს ურთიერთთანხმობის საფუძველზე.
(4) ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარეობა შეიძლება ერთობლივად, მისი შექმნის შემდეგ ერთობლივი კომიტეტი განსაზღვრავს იმ მექანიზმებსა და პროცედურებს, რომლითაც ის იხელმძღვანელებს მუშაობისას.
(5) ერთობლივ კომიტეტს შეუძლია შექმნას ქვეკომიტეტი და სამუშაო ჯგუფები, თუ ის ჩათვლის საჭიროდ დასახული ამოცანების შესრულების მხარდაჭერის მიზნით.
მოლაპარაკებები და სადავო საკითხების გადაწყვეტა
6 მუხლი – (1) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მოლაპარაკებები მეორე ხელშემკვრელ მხარესთან ამ შეთანხმების ინტერპრეტირების, შესრულების და ცვლილების შესახებ, ან ნებისმიერი წარმოშობილი სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვა იწყება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო 20 დღის განმავლობაში, თუ სხვა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
(2) იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი სადავო საკითხზე, მისი გადაწყვეტა ხელშემკვრელ მხარეთა შორის ხორციელდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
შესწორებები
7 მუხლი – ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეთანხმებაში შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნეს ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-8 (1) მუხლში განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად.
შეთანხმების ძალაში შესვლა
8 მუხლი – (1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხებით აცნობებენ, რომ დასრულებულია წინამდებარე დოკუმენტის ძალაში შესასვლელად საჭირო ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა.
(2) ახალციხე პოსოფი/თურგოზუ სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება ძალაში შევა ამ პუნქტის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის დასრულებისთანავე.
(3) შეთანხმება ძალაში იქნება მისი ძალაში შესვლის შემდეგ 10 წლის განმავლობაში და განახლდება ავტომატურად იგივე პერიოდით, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის ვადამდე ექვსი თვით ადრე არ აცნობებს მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით გაკეთებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
(4) შეთანხმება ძალაშია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებებისა, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის სულ მცირე ერთი წლით ადრე, დიპლომატიური არხების საშუალებით არ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს.
შეთანხმება დადებულია ქვემოთ ხელმომწერთა შორის, რომელთაც გააჩნიათ სრული უფლებამოსილება თავიანთი მთავრობებისაგან.
ხელმოწერილია, 2010 წლის 8 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები