აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების დეტალური გამოკვლევის, გადაჭრის და ამ დაწესებულებების მიმართ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და რეაგირების მიზნით საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 18-უ.ს.შ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 20/12/2012
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
18-უ.ს.შ.ს.
20/12/2012
ვებგვერდი, 26/12/2012
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების დეტალური გამოკვლევის, გადაჭრის და ამ დაწესებულებების მიმართ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და რეაგირების მიზნით საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების დეტალური გამოკვლევის, გადაჭრის და ამ დაწესებულებების მიმართ კანონმდებლობის დარღვევის

ფაქტების გამოკვლევისა და რეაგირების მიზნით

საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების თემურ კახიძის, გიორგი მასალკინისა და ჯემალ ფუტკარაძის წინადადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 123-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების დეტალური გამოკვლევის, გადაჭრის და ამ დაწესებულებების მიმართ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და რეაგირების მიზნით საკითხის შემსწავლელი ჯგუფი (შემდგომში – საკითხის შემსწავლელი ჯგუფი).

2. დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარმოადგინოს წინადადებათა პაკეტი საკითხის შემსწავლელი ჯგუფის მიმართულების განსაზღვრის მიზნით.

3. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2 თვით.

4. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს უმაღლესი საბჭოს 6 წევრით.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ ამ დადგენილების მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში განსაზღვროს და დაამტკიცოს საკითხის შემსწავლელ ჯგუფში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.

6. საკითხის შემსწავლელ ჯგუფში ფრაქციებისათვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში ფრაქციებმა დანიშნონ საკითხის შემსწავლელი ჯგუფის წევრები და აცნობონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

7. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი  საბჭოს თავმჯდომარე                                       ავთანდილ ბერიძე

ჩაქვი,

2012  წლის 20 დეკემბერი

18-უ.ს.შ.ს