დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 473 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.017149 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1834) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ‑მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს თანათავმჯდომარე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს წევრი
– საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს; – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს; ამირან ბატატუნაშვილს – „საქართველოს ყრუთა კავშირის“ წარმომადგენელს რეზო მაისურაძეს – „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წარმომადგენელს გიორგი ძნელაძეს – „ინვალიდთა ლიგის“ წარმომადგენელს ზაზა სიხარულიძეს – „ღვთისშვილთა კავშირის“ წარმომადგენელს ნანა ლომაძეს – „კავშირი ადამიანებისათვის, განსაკუთრებულ საქმიანობას რომ საჭიროებენ“ წარმომადგენელს მაია ბიბილეიშვილს – „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ასოციაციის წარმომადგენელს მადონა ხარებავას – ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელს.“. 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. საბჭოს სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს საბჭოს თანათავმჯდომარე.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულება) მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე ინვალიდობის სხვადასხვა სახეობის უფლებათა დამცველი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.“; ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თანათავმჯდომარე. 6. საბჭოს სხდომაზე დგება ოქმი, რომელიც ასახავს სხდომის დროს განხილულ ყველა საკითხსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საბჭოს სხდომის მოწვევა (სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე), აგრეთვე თავისი მოსაზრების აღნიშვნა სხდომის ოქმში. 7. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენასა და საბჭოს მოწვევის ორგანიზაციულ‑ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს სამდივნო.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები