დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016110 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2012 - 15/02/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43--ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართი 1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური
|
მითითება N
ქ. ბოლნისი შედგენის თარიღი: ------------------------ დამრღვევის ვინაობა და მისამართი ------------------------------------------------------- (მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი -------------------------------------------------------------------- ( მისამართი, საკადასტრო კოდი )
დარღვევის სახეობა , შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები: აღნიშნული გათვალისწინებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის ----------მუხლის -------------------------------------------------------------- დარღვევის გამოსწორების ვადა ------------------------------------------------------------ დღე მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურეთ:--------------------------------------------- შედგენის თარიღი ----------------------------------------------------------------------------------------- მითითება ჩაბარდა და გაეცნო: ------------------------------------------------------------------------- (განთავსების ადგილი) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“- ს 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ინფრასრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ)მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა. ( საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდამრღვევის საქმის წარმოება წყდება 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს -ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა -ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25- მუხლის მე-9 პუნქტი). დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი). საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ( საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“) გათვალისწინებული ჯარიმის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევასი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილა მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქი - ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ ( 25-ე მუხლის მე-14 პუნქტი). ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონის ,, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში არნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,სააღსრულებლოწარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( 25-ე მუხლის მე15 პუნქტი). თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა ( პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში- ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა, ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების რობე ( 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები