„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016131
50
21/12/2012
ვებგვერდი, 27/12/2012
010250020.35.143.016131
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                      

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №50

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ.ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №32 დადგენილებაში (სსმ, 21, 03/09/2010; 010250020.35.143.000607)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სამხედრო აღრიცხვის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

,,მუხლი 31. სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის სამხედრო აღრიცხვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გაკონტროლებას;

გ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

დ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;

ე) ჭაბუკებისა და წვევამდელთა ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე