„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29453
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 18/12/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 18/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016204
  • Word
29453
18/12/2012
ვებგვერდი, 25/12/2012
000000000.00.00.016204
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №29453

2012 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1 „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. პირის დაშვება „ASYCUDA”-ში, „ORACLE”-ში და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში  

1. საქართველოს საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში, ან მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE„-ში, ან სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის განცხადებას (დანართი №I–01, დანართი №I–02 და დანართი №I–03).

2. არასრულად შევსებული განცხადება უბრუნდება განმცხადებელს, განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში და, იმავდროულად, განესაზღვრება ხარვეზის აღმოფხვრის ვადაც.

3. განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან (განცხადების რეგისტრაციიდან) ხუთი დღის ვადაში , შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიიღება გადაწყვეტილება პირის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში, ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE-ში ან სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვების თაობაზე განმცხადებელს წერილობით ეცნობება დაშვებისთვის აუცილებელი კონფიდენციალური მონაცემების დალუქული კონვერტით მიღების შესაძლებლობის შესახებ. კონვერტი გადაეცემა სისტემაში (სისტემებში) დაშვებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს კონვერტის მიღებას.

4. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვება ეძლევა პირს (საქონლის გადამზიდველს), რომელიც საქონლის მიმღების წარმომადგენელია და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად დეკლარირებას ახორციელებს სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით, ამასთანავე ასრულებს დანართი №I–03-ით აღებულ ვალდებულებებს.

5. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA”-ში, ან/და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, ან სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვების შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველია:

ა) განცხადების რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საგადასახადო ორგანოში სისტემაში დაშვებული პირის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციის დაურეგისტრირებლობა;

ბ) სისტემაში დაშვებული პირის მიმართ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ან/და გაფორმების პროცედურების განხორციელებისას წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნება ამ ჯარიმის ან საგადასახადო ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება;

გ) გაფორმების პროცედურების განხორციელებისას სისტემაში დაშვებული პირის ქმედებაში საგადასახადო ორგანოს მიერ დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას სათანადო საგამოძიებო ორგანოსთვის შესაბამისი მასალების გადაგზავნის შემთხვევა;

დ) სისტემაში საბაჟო დეკლარაციის უშუალოდ შემვსები ფიზიკური პირების შეცვლის შემთხვევაში ინფორმაციის მიუწოდებლობა, ცვლილების განხორცი ­ელებიდან 20 კალენდარულ დღეში.“.

 

ბ) დანართი №I–03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი     კახა ცერცვაძე

 


დანართი №I–03

 

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -

შემოსავლების სამსახურს

განმცხადებელი: (შემოხაზეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს წარმოადგენთ)

საწარმოს ხელმძღვანელი (დირექტორი)/მისი წარმომადგენელი

მეწარმე ფიზიკური პირი/მისი წარმომადგენელი

 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში _ სახელი და გვარი),

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის მისამართი, საიდენტიფიკაციო №

 

–––––––––––––––––––––––––––––

განმცხადებლის ტელეფონი/ფაქსი

 

განცხადება

სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვების შესახებ

 

 

გთხოვთ, უზრუნველყოთ სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვება :

­­­­­­­­­­­­­­o    o   o   o   o   o   o   o      –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მიუთითეთ იმ ფიზიკური პირის (პირების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელთა მიერ უშუალოდ შეივსება დეკლარაცია:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფიზიკური პირის სახელი, გვარი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოქალაქის პირადობის მოწმობის სერია, ნომერი, პირადი ნომერი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი

 

(რამდენიმე ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადებას დაურთეთ ამ პირების შესახებ აღნიშნული მონაცემები)

 

სისტემაში დაშვებული პირის (პირების) სტატუსი ( შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი სტატუსი):

 

სახელი, გვარი

სტატუსი

 

1. უშუალოდ დეკლარანტი

2. წარმომადგენელი

 

1. უშუალოდ დეკლარანტი

2. წარმომადგენელი

 

ვიღებ ვალდებულებას ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულებაზე:

ვარ საქართველოს რეზიდენტი;

მაქვს საწყობი ექსპორტიორ ქვეყანაში;

შემიძლია საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხ-კოდის დაფიქსირება;

განვახორციელებ სასაქონლო პარტიის ფორმირებას და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვას;

განვახორციელებ საქონლის წინასწარ დეკლარირებას და ელექტრონული სისტემის გამოყენებით  შევსებული სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოს სერვერზე დარეგისტრირებას .

 

 

 

დანართი: –––––––––––––––––––   

 ფურცლების რაოდენობა

 

 

 განმცხადებლის ხელმოწერა: -------------------------------

 თარიღი:-----------------------------

 

 

ბეჭედი ( არსებობის შემთხვევაში) : “.