საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 29459
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 18/12/2012
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2012
ძალაში შესვლის თარიღი 18/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016203
  • Word
29459
18/12/2012
ვებგვერდი, 25/12/2012
000000000.00.00.016203
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №29459

2012 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №11 ):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით, ასევე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში საქონლის გადამზიდველის დაშვებას და დაშვების გაუქმებას;“.

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იღებს გადაწყვეტილებას მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით, ასევე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში საქონლის გადამზიდველის დაშვების, გადაწყვეტილების შეჩერების და დაშვების გაუქმების თაობაზე.“.

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ – „ზ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით, ასევე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში საქონლის გადამზიდველის დაშვების მიზნით გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება ;

 ზ 1 ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით, ასევე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში საქონლის გადამზიდველის დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა ;

2 ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში დაშვებული დეკლარანტის, ასევე სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში საქონლის გადამზიდველის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატება/გაუქმება ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა.“.

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი    კახა ცერცვაძე