დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 დეკემბრის №16/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016106 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 დეკემბრის №16/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილებაში ( სსმ № 111208006, 12 დეკემბერი 2011 წელი), სარეგისტრაციო კოდი (20.12.2011. №5545) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი მუხლის პირველი წინადადება და პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი 21 609,27 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის (დანართი №1, №2) 1. გადასახადები 2772,60 ათასი ლარი (დანართი №2); 3. სხვა შემოსავლები 1518,90 ათასი ლარი (დანართი №2); 4. არაფინანსური აქტივების კლება 2681,50 ათასი ლარი (დანართი №2)“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილი 21 609,27 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის (დანართი №1, №3, №4), აქედან: 1. შრომის ანაზღაურების მუხლი 1690,58 ათასი ლარი (დანართი №4); 2. საქონელი და მომსახურების მუხლი 3158,99 ათასი ლარი (დანართი №4); 3. პროცენტის მუხლი 144,98 ათასი ლარი (დანართი№4); 4. სუბსიდიების მუხლი 2142,90 ათასი ლარი (დანართი №4); 5. გრანტების მუხლი 3310,00 ათასი ლარი (დანართი№4); 6. სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 1011,70 ათასი ლარი (დანართი №4); 7. სხვა ხარჯების მუხლი 245,00 ათასი ლარი (დანართი №4); 8. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლი 9806,60 ათასი ლარი (დანართი №4); 9. ვალდებულებების კლების მუხლი 98,53 ათასი ლარი (დანართი №4);“. |
3.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11 2012 წლის ბიუჯეტში სკოლამდელი განათლების დაფინანსებისათვის სუბსიდიის სახით გამოყოფილი 128,90 ათასი ლარიდან 64,10 ათასი ლარი გათვალისწინებულია ა.ა.ი.პ. ,,სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“–ს აპარატის ხარჯებისათვის, 35,30 ათასი ლარი შაუმიანის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღის დასაფინანსებლად (რომლის აღსაზრდელები არიან იძულებით გადაადგილებული პირები), 29,50 ათასი ლარი გადასახადისაგან განთავისუფლებული (სოციალურად დაუცველი) აღსაზრდელების დასაფინანსებლად, ხოლო სხვა ხარჯების მუხლით განსაზღვრული 245,00 ათასი ლარი გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვაუჩერის ფორმით (თითოეულის თვეში 25 ლარის ოდენობით) დასაფინანსებლად.“ |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართები №1, №2, №3, №4 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
ათას ლარებში
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსულებები
|
( ათას ლარებში)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
ათას ლარებშ
ი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ორგანიზაციული კლასიფიკაცია
|
ათას ლარებში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები