სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 252/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016518
252/ნ
24/12/2012
ვებგვერდი, 25/12/2012
040030000.22.022.016518
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №252/ნ

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის რეორგანიზაციის და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების’’ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით 2013 წლის 3 იანვრამდე დაფუძნდეს სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა და სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლა; 
მუხლი 2
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის  უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სსიპ - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა;
მუხლი 3
 ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233 სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724) მე-2 დანართით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავს დაემატოს 30-ე გრაფა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

30

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლა

სოფელი მიქელეფონი

დაწ-საბ

მუხლი 4
 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;
მუხლი 5
ეს ბრძანება, გარდა   მე-3   პუნქტისა,  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე;
მუხლი 6
ბრძანების მე-3  პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 3 იანვრიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი