„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016126
43
21/12/2012
ვებგვერდი, 26/12/2012
010260020.35.149.016126
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                              

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №43

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ. კასპი

 

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №17 დადგენილებაში (სსმ, №28, 22/09/2010; 010260020.35.149.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები:

,,კ) იურიდიული სამსახური“;

,,ლ) მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

,,11. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა, საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაცია და კოდიფიცირება, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან“;

,,12. მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა, დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება, გეგმარებითი დავალებების მომზადება, მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია, მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება, მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავება“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი